in

რა დაემართება კოსმოსიდან ჩამოგდებულ კვერცხს? — NASA-ს ინჟინრის პასუხი

NASA-ს ყოფილმა ინჟინერმა და ახლა უკვე იუთუბერმა შექმნა ვიდეო, რომელშიც კვერცხის კოსმოსში გაგზავნის მცდელობაა წარმოდგენილი. მიზეზი მარტივია — ცნობისმოყვარე კითხვაზე პასუხის მიღება: გატყდება თუ არა იგი დაშვებისას.

M2
M2

მარკ რობერს სურდა, შეემოწმებინა, გადაურჩებოდა თუ არა კვერცხი ახლო კოსმოსიდან ან სტრატოსფეროდან მატრასზე დაშვებას. მისი ექსპერიმენტი რაკეტის ფორმის სატრანსპორტო საშუალების წვერზე მოთავსებულ კვერცხს მოიცავდა, რომელიც სტრატოსტატით 30,5 კმ-ის სიმაღლეზე აიტანეს. ამასთან, რაკეტა აღჭურვილი იყო შესაბამისი ფრთებით და მატრასისკენ იყო მიმართული, რათა კვერცხი თავისუფალი ვარდნით ჩამოეგდო 100 მეტრიდან.

ეს არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. სწორედ ამ ექსპერიმენტის შემდეგ დაიწყო რთული, სამწლიანი კვლევები, სულელური წარუმატებლობებით, GPS პრობლემებით, უამრავი გატეხილი კვერცხითა და ბევრი სხვა მარცხით. ამ ყველაფრის შემდეგ რობერმა თავის მეგობარ ადამ შტელცნერს დაურეკა, ნასას ინჟინერს, რომელიც რამდენიმე საფრენ პროექტზე მუშაობდა.

საბოლოოდ კი, ერთობლივი ძალებით, ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა — კვერცხი გადარჩა. რობერის 27-წუთიანმა ვიდეომ სულ რაღაც ერთ კვირაში 23 მილიონზე მეტი ნახვა მოაგროვა და ყველამ, ვისაც ოდესმე მაინც უფიქრია, რა დაემართებოდა კოსმოსიდან ჩამოვარდნილ კვერცხს, პასუხი მიიღო.

PANTONE-მა 2023 წლის ფერი დაასახელა!

Mercedes-Benz-ის „ღამე მუზეუმში” და გაოცებული ექსპონატები