ალბათ, უკვე გინახავთ ან გარკვეული წარმოდგენა გაქვთ, როგორ სვამენ ასტრონავტები კოსმოსში წყალს, მათ წვეთების ჭურჭლიდან გამოშვება და ისე დალევა უწევთ… ერთი შეხედვით, სახალისოა, მაგრამ წყურვილის მოსაკლავად საუკეთესო გზას ნამდვილად არ წარმოადგენს. ბოლო წლებში კი ნასა სწორედ „კოსმოსის ჭიქის“ განვითარებაზე მუშაობდა, საიდანაც ზუსტად ისე დალევდნენ ასტრონავტები, როგორც ჩვენ დედამიწაზე.
კონცეფცია იმას გულისხმობდა, რომ ჭიქის თავი, დახურულის ნაცვლად, კვლავ ღია უნდა ყოფილიყო და არც სითხე გადმოღვრილიყო მისგან, ამობრუნებულ მდგომარეობაშიც კი — ეს კოსმოსში რეალურ საჭიროებას წარმოადგენს. ხოლო, ქვემოთ მოცემული ვიდეო დაგარწმუნებთ, რომ ეს უკვე რეალობაა:
სწორად მიხვდით, ვიდეოში ასტრონავტი ნიკოლ მანი კაპუჩინოს სვამს. დემო ვერსია რაღაც ჯადოსნურს ჰგავს, მაგრამ რეალურად კოსმოსის ჭიქა სითხის დინამიკის თვისებებს იყენებს, რათა გრავიტაციის იმიტირება შეძლოს. როგორც მეცნიერები ამბობენ, იგი დედამიწაზე არსებულის მსგავს ტექნიკას მიმართავს, კერძოდ ჭიქის გეომეტრიასა და ე. წ. Wetting ტექნიკებს — ეს გვეუბნება, როგორ ინარჩუნებს სითხე კონტაქტს მყარ ზედაპირთან.
თავადაც შეამჩნევდით, რომ ე. წ. კოსმოსის ჭიქას ერთი არხი აქვს, რომელიც ძირიდან ზედაპირამდე აღწევს. კაპილარული ქმედება ჭიქასა და მის კედლებს შორის სასმელს ამ არხის ირგვლივ ნელა მოძრაობის საშუალებას აძლევს: მცირე რაოდენობა მიდის არხისკენ, დანარჩენი კი ჭიქის ძირზე კაპილარული ძალებით ჩერდება. ამგვარად, როცა ასტრონავტი პირთან მიიტანს მას, სითხის დალევას ჩვეულებრივ შეძლებს.
გამოდის, ყველაფრის უკან კაპილარული ქმედებები იმალება, რაც გულისხმობს, რომ წყალი გარკვეულწილად წებოვანია და მოლეკულებს ერთად ყოფნის საშუალებას აძლევს. ეს ზუსტად ის ფენომენია, რომლითაც მცენარეებსა და ხეებს შეუძლია, წყალი ფესვებიდან მიიღოს…
როგორც ამბობენ, „სუფთა კოსმოსურ გარემოში ცხელი ყავის ღია ჭურჭლიდან დალევა არსებული წესების სამმაგი დარღვევაა“, თუმცა ჭიქის დიზაინი თითქმის იდენტური იყო დედამიწაზე არსებულის, რაც წუხილისთვის ნაკლებ მიზეზს ტოვებდა… კონკრეტული ამბავი მნიშვნელოვანი იმის გამოცაა, რომ იგი ასტრონავტებს კოსმოსში სხვა ტექნიკის დიზაინისთვის ახალ გზას უჩვენებს.