შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენი მზის სისტემის, მთვარეების, პლანეტებისა და უძველესი გალაქტიკების ფოტოებით ამ წელს მეტად განებივრებულები ვართ. ამ ყველაფერს, უპირველესად, ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპს უნდა ვუმადლოდეთ, ასევე, Nasa-ს Juno-ს კოსმოსურ ხომალდსა და სხვებს. ახლა კი მოდით, გავაერთიანოთ ის, რასაც ამ წლის მანძილზე ვადევნებდით თვალს და ვაღიაროთ, მრავალჯერ დავუტოვებივართ გაოცებული…
გალაქტიკის კლასტერი — JWST

იგი ჩვენგან 6.3 მილიარდი სინათლის წლითაა დაშორებული, იმდენ ვარსკვლავს შეიცავს და იმდენი პლანეტარული წონა გააჩნია, რომ სივრცის გადახრას იწვევს. ე. წ. გრავიტაციული ლინზირებით მიღებული გამოსახულება კი ადიდებს ან ამახინჯებს შორეულ მასიურ ობიექტებს. სწორედ ამიტომ ვხედავთ სურათზე მოგრძო წითელ ხაზებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი ცხენთევზასაც კი მოგაგონებთ…
იუპიტერის მთვარე — lo — Juno

Nasa-ს მეცნიერთა განცხადებით, lo ყველაზე ვულკანური ციური სხეულია ჩვენს მზის სისტემაში.
„დროთა განმავლობაში მისი გამოკვლევით შეგვიძლია, თვალი ვადევნოთ, თუ რამდენად განსხვავდება ვულკანები, რამდენად ხშირად ამოიფრქვევა, რამდენად ნათელი და ცხელია, უკავშირდება თუ არა ჯგუფს ან იცვლება თუ არა ლავის ნაკადების ფორმა“, — აცხადებს სკოტ ბოლტონი, Juno-ს მკვლევარი.
მარსის ხედი რამდენიმე სიურპრიზით — NASA

Ingenuity 51-ე ექსპერიმენტულ ფრენას მარსის გრანდიოზული ხედით აღნიშნავს… კლდოვანი უდაბნოს მიღმა არსებული ლურჯი ცა ნამდვილად მოგაგონებთ დედამიწაზე არსებულ ხედებს. ხოლო თუ ფოტოს მეტად დააკვირდებით, ვერტმფრენის ჩრდილს, მანქანის ზომის როვერსა და სხვა კვლევის ნარჩენებსაც შეამჩნევთ.
მზის სისტემის გარეთ არსებული პირველი ასტეროიდთა სარტყელი — JWST

მას Fomalhaut-ს უწოდებენ. მკვლევრების თქმით, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი შიდა რეგიონების თერმული ნათების მტვრისგან განცალკევების საშუალებას გვაძლევს, რითაც იმ შიდა სარტყელების დანახვა ხდება შესაძლებელი, რომლებიც აქამდე არასდროს გვინახავს.
ურანის რგოლები — NASA

ურანის რგოლების დანახვა ყინულისა და მტვრის შემადგენლობის გამო ძალიან რთულია, ეს სურათი კი ჩვენთვის ნაცნობი 13 სარტყლიდან 11-ს ავლენს.
კოსმოსის ყველაზე სიღრმისეული ხედი — JWST

კოსმოსის იმ ხედს გვაჩვენებს, რომლის დანახვაც სხვა ტელესკოპებს არ შეუძლია. სამყაროს უძველესი გალაქტიკები იმდენად შორსაა, რომ მათი სინათლე ჩვენი თვალისთვის უხილავია, მაგრამ ჯეიმს ვები თავისი განსაკუთრებული მახასიათებლებით ამას მაინც ახერხებს.
კოსმოსური ხომალდი პლანეტა მერკურს სტუმრობს — BepiColombo

ივნისში ევროპისა და იაპონიის კოსმოსური სააგენტოების მისიის ფარგლებში მერკურს ესტუმრნენ. იმის გამო, რომ მზესთან ყველაზე ახლოს მყოფი პლანეტაა, ექსტრემალური სიცხითა და მზის რადიაციით გამოირჩევა. BepiColombo-ს უახლესი სურათი კი კრატერებითა და უძველესი ლავით სავსე ზედაპირს გვაჩვენებს.
ვარსკვლავის აფეთქება — Gemini North

ჯერ კიდევ მაისში ასტრონომებმა Pinwheel-ის გალაქტიკაში სუპერნოვას, მასიური ვარსკვლავის, აფეთქება დააფიქსირეს, რამაც გალაქტიკაში სინათლის ბრწყინვალე წერტილი შემოგვთავაზა, სინათლე, რომელიც პატარა ტელესკოპით ჯერ კიდევ ჩანს.
მზის გასაოცარი ფოტოები — Daniel K. Inouye

Daniel K. Inouye-ის მზის ტელესკოპის 4-მეტრიანი სიგანის მქონე სარკე ყველაზე ძლიერია დედამიწაზე, რითაც მზის შედარებით ბნელ წერტილებსაც გვაჩვენებს. თანაც ეს წერტილები ხანდახან დედამიწაზე დიდიც კია…












