in

კოსმოსში ალკოჰოლის ყველაზე დიდი მოლეკულა აღმოაჩინეს

ეს ვარსკვლავებისა და კომეტების ფორმირების გასაღებიც შეიძლება იყოს

დიახ, ალკოჰოლს კოსმოსშიც შეხვდებით და სწორადაც ფიქრობთ, აქ ასტრონავტების ღვინის ბოთლები ნამდვილად არ იგულისხმება. იგი მიკროსკოპული მოლეკულური ფორმითაა წარმოდგენილი. ახლა კი მკვლევრები იმაზე საუბრობენ, რომ მათ კოსმოსში ალკოჰოლის ყველაზე დიდი მოლეკულა პროპანოლის სახით აღმოაჩინეს.

M2
M2

ეს უკანასკნელი კი ორი ფორმით, ანუ იზომერებით არსებობს: ჩვეულებრივი პროპანოლი, რომელიც პირველად ვარსკვლავის წარმომქმნელ რეგიონში აღმოაჩინეს და იზოპროპანოლი, რაც ძირითადად ხელის სადეზინფექციო ხსნარებში შეგხვდებათ. ეს აღმოჩენები იმის გაგებაშიც დაგვეხმარება თუ როგორ წარმოიქმნება ისეთი ციური სხეულები, როგორებიცაა ვარსკვლავები და კომეტები.

„პროპანოლის ორივე იზომერის აღმოჩენა თითოეულის ფორმირების მექანიზმის გაგებაში ძალიან დაგვეხმარება. ისინი ფიზიკურად მსგავსადაც იქცევიან, რაც იმასაც ნიშნავს, რომ ორი მოლეკულა ერთდროულად ერთსა და იმავე ადგილზე უნდა იყოს წარმოდგენილი. თუმცა ზუსტი რაოდენობები ცნობილი არ არის, ამიტომ ქიმიურ ქსელებს უფრო ფრთხილად უნდა მიუდგნენ, რათა განისაზღვროს ის მექანიზმები, რომლებსაც აყალიბებენ, — აცხადებს რობ გაროდი, ასტროქიმიკოსი.

საინტერესოა ისიც, რომ ვარსკვლავების მოლეკულები მშვილდოსანი B2-ში (Sgr B2), გიგანტურ ვარსკვლავთწარმომქმნელ რეგიონში, აღმოაჩინეს. იგი ირმის ნახტომის ცენტრსა და მშვილდოსან A*-ს (Sgr A*) სუპერ მასიურ შავ ხვრელთან ახლოს მდებარეობს, რომლის ირგვლივაც, თავის მხრივ, ჩვენი გალაქტიკა ჩამოყალიბდა. 

მართალია, მსგავს მოლეკულებს მეცნიერები უკვე 15 წელზე მეტია რაც აანალიზებენ, მაგრამ 10 წლის წინ ჩილეში ატაკამას დიდმა ტელესკოპმა (ALMA) დეტალები მეტად ზუსტი გახადა. მაღალი გარჩევადობითა და მგრძნობელობით მკვლევრებს უკვე იმ მოლეკულების ამოცნობა შეეძლოთ, რომლებიც აქამდე ხილული საერთოდ არ იყო. ამასთან, შესაძლებელი გახდა თითოეული მოლეკულის სპეციფიკური რადიაციული სიხშირის გამოყოფა, რაც გამოთვლებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. 

რაც უფრო დიდია მოლეკულა, მით უფრო მეტ სპექტრულ ხაზს გამოიმუშავებს სხვადასხვა სიხშირეზე, ALMA-ს კი ძალიან ვიწრო ხაზების აღმოჩენაც შეუძლია. ხოლო იმის გარკვევით თუ რამდენად მჭიდროდაა ჩვეულებრივი პროპანოლი და იზოპროპანოლი ერთმანეთთან დაკავშირებული, მეცნიერები მათ წარმომქმნელ ქიმიურ რეაქციებსაც დაადგენენ. ამასთან, ტელესკოპმა ისეთი ორგანული მოლეკულებიც აღმოაჩინა, როგორებიცაა იზო-პროპილ ციანიდი, N-მეთილფორმამიდი და შარდოვანა. 

ჯერ კიდევ ბევრი ამოუცნობი სპექტრული ხაზია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქიმიური შემადგენლობის გასარკვევად დიდი სამუშაო გვაქვს წინ, უახლოეს მომავალში ALMA-ს გაფართოება დაბალ სიხშირეზე კი სპექტრული დაბნეულობის შემცირებაში დაგვეხმარება და დამატებითი ორგანული მოლეკულების იდენტიფიცირების საშუალებასაც მოგვცემს, — ამბობს კარლ მენტენი, ასტრონავტი.

შესაძლოა, მხიარულ და სევდიან მუსიკას ყველა ერთნაირად არ აღიქვამდეს

Kurokawa — არქიტექტურით შთაგონებული შრიფტი