in

კოსმოსთან დაკავშირებული ცრუ წარმოდგენები — რისი სჯერა ხალხს?

ინტერნეტი სავსეა მცდარი ინფორმაციით, გიჟური შეთქმულების თეორიებითა და უცნაური “ფაქტებით”, რომლებიც არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება — თუნდაც, კოსმოსურ სფეროში. ამ საკითხთან დაკავშირებით, კოსმოლოგი კეტი მაკიც საუბრობს. მან ყველაზე უცნაური და სულელური წარმოდგენები დაასახელა, რომელთაც მრავლად წააწყდა…

M2
M2

რამდენად გადაჭარბებული იქნება, თუ ვიტყვით, რომ ადამიანებს თითქმის ყველაფრის სჯერათ, რასაც ისმენენ? შესაძლოა, ეს უხეშ შეფასებად მოგეჩვენოთ, მაგრამ ფაქტი მაინც ფაქტად რჩება — დეზინფორმაციები განსაკუთრებით იზიდავს ხალხს. ამასთან, როგორც კეტი მაკის Science-თან ინტერვიუ მოწმობს, ადამიანის დარწმუნება, რომ მისი რწმენა არასწორია, წარმოუდგენლად რთულია.

“მაგალითად, ხშირად ვაწყდები იდეას, რომ კოსმოსში გიგანტური სიცარიელე არსებობს, რომელიც შავ ლაქას ჰგავს. რეალურად კი, ეს არ არის სიცარიელე… ეს არის მოლეკულური ღრუბელი, მტვრის ბუნდოვანი წარმონაქმნი, რომელშიც ვარსკვლავები იბადება”, — აღნიშნავს მაკი.

მომდევნო თეორია კიდევ  უფრო ექსცენტრიულია. არსებობს რამდენიმე მოსაზრება, რომ კონკრეტულ დღეს მარსი ჩვენს ცაზე ისეთივე დიდად გამოჩნდება, როგორც მთვარე. “ასევე, ცოტა ხნის წინ გავრცელებული ჭორების თანახმად, ახალი პლანეტარული განლაგება უნდა ჩამოყალიბებულიყო, რომელიც დედამიწის გრავიტაციას შეცვლიდა”. 

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი აზრები სახალისო და სულელურია, ეს დიდ პრობლემაზეც მიუთითებს — მეცნიერებისადმი უნდობლობაზე, რომელიც არაკომპეტენტურმა და დეზინფორმაციისკენ მიდრეკილმა ხალხმა დათესა. ცრუ ნარატივის გავრცელებას ისიც უწყობს ხელს, რომ ადამიანები დამატებითი ინფორმაციის მიღებას არ ცდილობენ, კონკრეტული ფაქტის შესაფასებლად. როგორც ჩანს, სამყარო იმდენად დაჩქარდა, რომ ნებისმიერ სიახლეს სარწმუნო ამბად აღვიქვამთ.

კეტი მაკის თქმით, დეზინფორმაციასთან ბრძოლის საუკეთესო გზას საერთო ენის ძიება და მეცნიერული ფაქტების მეტად გასაგებად ახსნაა… ნაცვლად შეთქმულების თეორეტიკოსების სისულელეში დადანაშაულებისა.

ცხოვრება პინბოლის თამაშს ჰგავს! – ახალგაზრდების მხარდამჭერი კამპანია

უკრაინაში ომის გამო მოსკოვის Garage Museum-მა გამოფენები შეაჩერა