in

შესაძლოა, ამ „კოსმოსურმა ბუშტმა“ დედამიწა გადაარჩინოს

იგი ჩვენს პლანეტასა და მზეს შორის ბარიერი იქნება…

კლიმატური ცვლილებების შესამცირებლად, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) ჯგუფი იკვლევს, რამდენად შესაძლებელია მზის სხივების ასარეკლად „კოსმოსური ბუშტის“ გამოყენება. არქიტექტორმა კარლო რატიმ კი ამ ბუშტის კონცეფციის პრაქტიკაში განხორციელებაზე იზრუნა. 

M2
M2

ბუშტების გაერთიანებას დედამიწასა და მზეს შორის ბარიერის მსგავსად გამოიყენებენ. ის ​​L1-ლაგრანჟის წერტილში განთავსდება, სადაც კოსმოსის ორ ობიექტს შორის არსებული გრავიტაციული მიზიდულობა დაბალანსებული იქნება. 

ექსპერიმენტის წარმატებით ჩატარება კი სწორედ MIT-ის მეცნიერებმა მოახერხეს. ხოლო იდეა თავდაპირველად მეცნიერ ჯეიმს ერლის გაუჩნდა. მან ბარიერის ლაგრანჟის წერტილში მოთავსება ასტრონავტ როჰერ ენჯელს შესთავაზა, რომელმაც, თავის მხრივ, ბუშტების იდეა გააჟღერა. 

თუმცა მზის სხივების დასაბლოკად ფარების გამოყენება არც ისე ახალი იდეაა… გეოინჟინერეიის ამ ფორმას უკვე დიდი ხანია იკვლევენ და, როგორც ამბობენ, ყველა მათგანს ინდივიდუალური რისკები ახლავს. 

ამასთან, გეოინჟინერია მორალურ პრობლემებსაც აჩენს, მიუხედავად იმისა, რომ ეს, შესაძლოა, პრობლემის ეფექტურად გადაჭრის გზად გეჩვენებოდეთ, მთავრობები და მოქალაქეები შიშობენ, რომ იგი მდგრადი მომავლის განვითარებას საფრთხეს შეუქმნის…

ხოლო თუ ჩვენ ისეთ წერტილამდე მივაღწევთ, სადაც კლიმატის ცვლილებებთან გამკლავებას არსებული რესურსებითა თუ მეთოდებით ვეღარ მოვახერხებთ, შესაძლოა, გეოინჟინერია და „კოსმოსური ბუშტი“ კაცობრიობის უკანასკნელი იმედიც იყოს.

მარკეტინგის 6 კურსი, რომლის გავლაც საქართველოში შეგიძლიათ

პარიზში Globalize-ის პირველი ევროპული კონფერენცია ჩატარდა