in

მეცნიერებმა კოსმოსური ქარიშხლის შესახებ ახალი დეტალები გამოავლინეს!

გასულ წელს მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ პოლუსთან ახლოს ციკლონის მსგავსი ავრორები აღმოაჩინეს, რომლებიც საათის ბრუნვის საპირისპიროდ მოძრაობდა და ელექტრონების წვიმასაც გვთავაზობდა. ძაბრის ფორმის გამო კი მას კოსმოსური ქარიშხალი უწოდეს.

M2
M2

ისინი ჩნდებიან იქ, სადაც არავის გაუხედავს და ხდება იმ პირობებში, რომლებშიც არავინ ფიქრობდა, რომ რამე ხდებოდა. ეს უბრალოდ თვალის გახელას ჰგავს, — ამბობს ლარი ლიონსი, კვლევის თანაავტორი.

ახალი კვლევით კი ამ ფენომენის შესახებ უფრო მეტი დეტალი გახდა ცნობილი, როდის, სად და როგორ ჩნდება იგი. წარმოგვიდგენს სხვა გზას იმისა, თუ როგორ შეუძლია მზის ნაწილაკებს გადაადგილება და დიდი რაოდენობით ენერგიის გარდაქმნა დედამიწის სისტემაში იმაზე უფრო მაღალ განედებზე, ვიდრე ჩვენთვის ცნობილი ავრორები ხდება. 

კოსმოსური ქარიშხლებიც ანალოგიურ მწვანე, ცისფერ, წითელ და ვარდისფერ ფერებში ჩნდება. ძალიან ნათელია და მსგავსი სიჩქარე და სიმაღლეც ახასიათებს. თუმცა მაშინ, როცა ტრადიციული ავრორები მხოლოდ რამდენიმე წუთი გრძელდება, კოსმოსურის ხანგრძლივობა 8 საათია. ამასთან, ისინი დაბალი გეომაგნიტური აქტივობის პერიოდებში ჩნდებიან.

იმასაც ამბობენ, რომ დედამიწაზე მყოფ ადამიანებს კოსმოსური ქარიშხლების დანახვა შეუძლიათ. ოღონდ ამისთვის, ჩრდილოეთ პოლუსზე 80-გრადუსიან განედზე უნდა იმყოფებოდნენ. ალბათ, სანტას ბევრჯერაც აქვს ნანახი… საინტერესოა ისიც, რომ მისი აღმოჩენა ISS-ს ასტრონავტებსაც შეეძლოთ, თუ მათ ასწავლიდნენ, რომელ მხარეს და როდის უნდა გაეხედათ. 

გარდა იმისა, რომ კოსმოსური ქარიშხალი ლამაზ სანახაობად გესახებათ, აქ სხვა, უფრო სერიოზულ საკითხებზეც უნდა ვისაუბროთ — ავრორების მსგავსად, ისინი ატმოსფეროს ზედა ფენებში რადიო ტალღების გავრცელებას უშლის ხელს, რასაც გავლენა აქვს სატელიტურ კომუნიკაციებსა და სანავიგაციო სისტემებზე. ამასთან, ატმოსფეროს ზედა ფენების გათბობას იწვევს, რაც, თავის მხრივ, კოსმოსურ ნარჩენებზე იმოქმედებს. თუმცა კარგი ამბავი ის არის, რომ კოსმოსური ქარიშხალი ხომალდებისა თუ ასტრონავტებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

10 სასარგებლო გაჯეტი საქმიანი ადამიანებისთვის

7-ადგილიანი ავტომობილები სხვადასხვა ბრენდისგან