in

ნახეთ: კრეატიულ კოსტიუმებად ქცეული ნარჩენები

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქში 1950-დან 2021 წლების ინტერვალში მოსახლეობის რაოდენობა 200 000-დან 17 მილიონამდე გაიზარდა. ამ სწრაფმა გაფართოებამ კინშასა მოკრძალებული ქალაქიდან სრულფასოვან მეგაპოლისად გარდაქმნა. დადებით ფაქტორებთან ერთად კი ბევრი ნეგატიური ასპექტიც გამოიკვეთა — მაგალითად, სიმდიდრე კონცენტრირებულია მხოლოდ რამდენიმე უბანში და დიდი განსხვავებაა კინშასას ფინანსურ ელიტასა და ქალაქის ფართოდ გავრცელებულ, დაბალი ფენის წარმომადგენლებს შორის.

BOG
BOG

გარდა ამისა, ბევრია სოციალური და გარემოსდაცვითი მწვავე საკითხები — მათ შორის ჯანდაცვისა და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის ნაკლებობა, დაბინძურება, ტყეების გაჩეხვა და ჭარბი მოხმარება. ეს უკანასკნელი აშკარად აისახება ქალაქის დაბინძურებულ ქუჩებზე — სათანადოდ მოქმედი ნაგვის შეგროვების სისტემის გარეშე, ეს ნარჩენები ადგილზევე ლპება, რაც კიდევ უფრო ამწვავებს ეკოლოგიურ საკითხებს.

სწორედ ნაგვის ეს მასა იქცა ქალაქში მცხოვრები ხელოვანების დაჯგუფების შთაგონებად. შედეგად, Fulu Act-მა გადაყრილი ნარჩენებისა და პროდუქტების მეშვეობით, კოსტიუმების სერია შექმნეს — მათში გამოყენებულია წყლის ბოთლები, მილები, სამედიცინო ნივთები, ელექტრონიკა, ჯართი და სხვა. ეს კომპლექსური და თვალწარმტაცი ობიექტები ერთგვარი დისტოპიური აღქმების გადმოძახილია…

საგულისხმოა, რომ აღნიშნული კოსტიუმები ქალაქის მასშტაბით დადგმულ სპექტაკლებში გამოიყენება — ისეთ სიუჟეტებში, რომლებშიც კინშასას ეკოლოგიურ მდგომარეობას გმობენ. ამ გზავნილის გაფართოების მიზნით, ბელგიელი ფოტოგრაფი კოლინ დელფოსი ეწვია კონგოს დედაქალაქს და ხელოვანები თავიანთ კოსტიუმებში გამოწყობილი გადაიღო.

Vela Pazza-ს ვიზუალური იდენტობა ზღვის დაბინძურების წინააღმდეგაა მიმართული

WhatsApp-ის ახალი ფუნქცია მომხმარებლებს ფართო აუდიტორიაზე გასვლას სთავაზობს