in

იაპონური კომპანია ქმნის კოსტიუმს, რომელიც „რობოტ მოკრივედ“ გაქცევთ

იაპონურმა მწარმოებელმა Skeletonics შექმნა კოსტიუმი, რომელიც მის მფლობელს საბრძოლო ეგზოჩონჩხად აქცევს. შედეგად, მომხმარებელი სრულიად მზად იქნება რინგისთვის. აღნიშნული მოდელი ზედა ტანის კოსტიუმია — ის არანაირ ენერგიის წყაროს არ საჭიროებს, გარდა ადამიანის ძალებისა. ეს სრულებით საკმარისია იმისათვის, რომ უბრალო პიროვნება „ურჩხულ მოკრივედ“ იქცეს.

ახლად გამოქვეყნებული ვიდეო გვიჩვენებს, რომ კოსტიუმში გამოწყობილი მამაკაცი ორი მასიური მექანიკური მკლავით იბრძვის და ოსტატობა, რომლითაც ის მოძრაობს, მართლაც შთამბეჭდავია. Skeletonics-ის თანახმად, ეს ყველაფერი ადამიანის მოძრაობების ზუსტ მიბაძვას ისახავს მიზნად.

„Skeletonics ტექნოლოგია კოსტიუმის მექანიკურ და ელექტრულ კომპონენტებს აკავშირებს, რათა გლუვი და ჰარმონიული მოძრაობა უზრუნველყოს. მისი სისტემა კომუნიკაციის მექანიზმს იყენებს, ნაცვლად ელექტრული სისტემისა. ეს კი ადამიანის მოძრაობების რობოტის ეგზოჩონჩხთან სინქრონიზებას უზრუნველყოფს“, — წერენ მოწყობილობის შემქმნელები.

ეს არის სახალისო მაგალითი იმისა, თუ რა შეუძლია ეგზოჩონჩხის გამოყენებას. თუმცა საინტერესოა, რამდენად გაუძლებს ეს კოსტიუმი რეალურ მექანიკურ მუშტებს… ალბათ, ეს ჯოჯოხეთური შოუ იქნება.

7 შეცდომა, რომელსაც ქართული სტარტაპები ყველაზე ხშირად უშვებენ

KFC-ის ახალი კამპანია — “Finger Lickin’ Good”