კოტე, გვიამბე რა სპეციალობაზე სწავლობდი სტეპში და რომელ წელს დაასრულე?
ზოგადად, კრეატიულობასთან დაკავშირებული პროფესიები ყოველთვის მიზიდავდა და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე თავი გრაფიკულ დიზაინშიც გამომეცადა. მცირე მოკვლევის შემდეგ, IT აკადემია STEP ავირჩიე, მისი ინტერნაციონალური იმიჯის და თანამედროვე მიდგომების გამო. ასე, სტეპის გრაფიკული დიზაინის კურსით დაიწყო ჩემი, უკვე თითქმის 3 წლიანი მოგზაურობა გრაფიკული დიზაინის სამყაროში.
სწავლის დროს, საკუთარ თავში აღმოვაჩინე ბევრი სასარგებლო თვისება და უნარი, რაც მანამდე, სადღაც ჩემში იმალებოდა. 2020 წელს, წარმატებით დავასრულე სწავლა და Adobe-ის ოფიციალური, საერთაშორისო სერტიფიკატიც იქვე ავიღე. Adobe-ის სერტიფიცირებამ, ჩემი დასაქმების შესაძლებლობები და კარიერული გზა კიდევ უფრო გააფართოვა.
რომელ კომპანიაში მუშაობ ახლა და რა პოზიციაზე? რა დავალებებს მოიცავს შენი საქმიანობა?
ამჯერად არტ-დირექტორის პოზიციას ვიკავებ სააგენტოში – Leavingstone, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი საკომუნიკაციო სააგენტოა საქართველოში – და არამხოლოდ.
სხვადასხვა ქართულ და ინტერნაციონალურ ბრენდებთან თანამშრომლობა, კრეატიული კონცეფციების ვიზუალიზაცია, უამრავი, განსხვავებული სტილის, ფოტოსესია და საინტერესო სარეკლამო რგოლები – ეს არის ის ყველაფერი, რის გარშემოც ახლა ვმუშაობ.
საქმიანობის პროცესში, უკვე უამრავი საინტერესო ადამიანი გავიცანი და მათთან ერთად მუშაობა ნამდვილად დიდი სიამოვნებაა.
ვფიქრობ, ზუსტად იქ ვარ სადაც უნდა ვიყო.
ყველაზე მეტად, რომელი პროექტით ამაყობ, რომელზეც გიმუშავია?
თითქმის ყველა პროექტი, რომელზეც ოდესმე მიმუშავია რაღაცნაირად მიყვარს. მუშაობის პროცესი არ არის ყოველთვის იდეალურად დალაგებული, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ზოგჯერ რაღაც პრობლემებსაც ხვდები, თუმცა ზუსტად ამ პრობლემებთან და გამოწვევებთან გამკლავებას გადაჰყავხარ შემდეგ ნაბიჯზე, ახალ უნარს გძენს და განვითარებს.
მე მაინც, შინაარსიდან გამომდინარე, უფრო ალბათ იმ პროექტებს გამოვარჩევ, რომელიც ჩვენი დედამიწის მომავალს ეხება. სოციალური პასუხისმგებლობის ყველა პროექტი დიდი სიამოვნებაა, განსაკუთრებით World Wide Fund for Nature – WWF-ის და Association of Communication Agencies of Georgia – ACAG-ის საერთო პრინტ კონკრუსი სადაც მე და ჩემმა მეგობრებმა პირველი ადგილი ავიღეთ, კომპანია Saatchi & Saatchi-ის სახელით.
რა როლი ითამაშა IT აკადემია STEP-მა შენ ცხოვრებაში?
სტეპი, ფაქტობრივად, იყო ის ადგილი სადაც მე სრულიად ახალ პროფესიას დავეუფლე, გამომდინარე იქიდან, რომ ბაკალავრი ბიზნეს ადმინისტრირებაში მაქვს გავლილი.
გარდა სწავლისა, აქ შევიძინე უამრავი მეგობარი, ვისთანაც ერთად ახლაც ვმუშაობ სხვადასხვა პროექტებზე. აქვე, მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ აკადემიას აქვს შიდა დასაქმების სისტემა, რომელმაც მომცა საშუალება თეორიაში მიღებული ცოდნა პრაქტიკაშიც გამომეყენებინა, გადამეცა ჩემი ცოდნა მომავალი თაობისთვის და ამით უფრო გამემტკიცებინა და დამეხვეწა ჩემი უნარები.
რა რჩევას მისცემდი ახლანდელ სტეპერებს?
რჩევა ალბათ ის იქნება, რომ თუ რაღაც მოგწონს, აუცილებლად ბოლომდე უნდა „მიაწვე“ ამ საქმიანობას, მაგრამ თუ ერთი წუთითაც დაფიქრდები, რომ უინტერესოა შენთვის და ძალით აკეთებ, ადექი და შეიცვალე სფერო.
სამწუხაროდ სკოლაში არ ისწავლება ყველა ის პროფესია, რომელიც საბოლოოდ, როგორც შემოსავლის მომტანი, ასევე სიამოვნების მომნიჭებელი იქნება ადამიანისთვის. ამიტომ, Tae your time to explore more და რაც შეიძლება, ბევრ რაღაცას მიედ-მოედეთ.
სხვათა შორის, სტეპის Junior აკადემია, ზუსტად ის არის, სადაც ბავშვები მომავლის თითქმის ყველა პროფესიის საწყისებს ეუფლებიან და სკოლის დასრულებისას, უკვე ზუსტად იციან რა არის მათთვის ყველაზე comforting მომავლის პროფესია.
[R]