in

„თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების“ პირველი ქართული გამოცემის მრჩეველთა საბჭოს ნატო ტორონჯაძე შეუერთდა

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ბიზნესის სკოლის ვიცე დეკანი ნატო ტორონჯაძე „თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების“ პირველი ქართული გამოცემის მრჩეველთა საბჭოს შეუერთდა. 

ნატო ტორონჯაძეს ფინანსური დაგეგმვისა და ანალიტიკის, ლიზინგის, ოპერაციული მენეჯმენტისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით მუშაობის თხუთმეტწლიანი გამოცდილება აქვს. ის გახლავთ ონლაინ მარკეტ bizon.ge-სა და სალიზინგო კომპანია Tera Leasing-ის თანადამფუძნებელი. 

„გვჯერა, რომ მისი ჩართულობა წიგნის პირველ ქართულ გამოცემას ფინანსების მართვისა და ბაზრის ანალიტიკის მიმართულებით ლოკალური ცოდნითა და გამოცდილებით გაამდიდრებს“, – აცხადებენ გამოცემის წარმომადგენლები.

[R]

საუკეთესო მანქანები, რომლებიც 2024 წლის ბაზარს დაიკავებენ

Kodak თავის საკულტო Super 8 Film Camera-ს თანამედროვე ფუნქციებს ამატებს