ამგვარად, ედ შირანი გულშემატკივრებთან ურთიერთობის ახალ გზას გვთავაზობს — მათ ავტოგრაფებს კი არა, Sauceographs-ებს აძლევს. შესაბამისად, მელნის ნაცვლად, Kraft Heinz-ის ახალი ცხარე სოუსით Tingly Ted-ით აწერს ხელს. დაწყებული პიციდან ბროკოლამდე, სრულიად ახალი კატეგორია შემოგვთავაზა ხელმოწერებით, რომლის ჭამასაც გულშემატკივრები ჩვეულებრივ შეძლებენ.
უნდა ვაღიაროთ, საინტერესო სვლაა… ამისთვის Kraft Heinz-მა თანამშრომლობა David Madrid-თან, Wonderland Comms-სა და Uncovered-თან დაიწყო, სურდათ, სანელებლების ინდუსტრიაში გაევრცელებინათ ხმა, რომ ედ შირანი „ცხარე სოუსების კეტჩუპს“ შექმნიდა, რომელიც დილის საუზმეს „აამღერებდა“.
„ყოველთვის მინდოდა იდეალური სოუსის შექმნა, ისეთის, რომელიც ნებისმიერ კერძს გამოაცოცხლებდა. რა იქნებოდა Tingly Ted-ის გულშემატკივრებისთვის გაცნობაზე უკეთესი? იმის, რაც აქამდე არასდროს უნახავთ?!“, — აცხადებს შირანი.
როგორც ამბობენ, Sauceographs მალევე გამოჩნდა eBay-ზეც, რაც კვლავ მიგვანიშნებს, რომ ედ შირანმა და Kraft Heinz-მა იციან, როგორ მოექცნენ ყურადღების ცენტრში…