in

Kraken-ის ნამუშევარი Epica Awards-ის შორთლისთშია!

საერთაშორისო საკომუნიკაციო კონკურსზე Epica Awards ქართული სააგენტო Kraken-ის ნამუშევარი შორთლისთში მოხვდა. კატეგორიაში Brand Identity სააგენტოს მიერ შექმნილი ნამუშევარი პირველობისთვის იბრძვის.

გამარჯვებულის გამოსავლენად ჟიური 24 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე იმსჯელებს. დაჯილდოების ონლაინ ცერემონიაზე ოქროს და გრან პრის მფლობელებს წარადგენენ. ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორებს 10 დეკემბერს, ვებგვერდის საშუალებით გამოაცხადებენ.

ბრენდის იდენტობა Kraken-მა შექმნა ორგანიზაცია Women Empowerment Hub-ისთვის, რომელიც ქალთა გაძლიერებაზე, მათი მენტორინგის პროგრამებში ჩართულობასა და წარმატებაზე მუშაობს. ორგანიზაციის ვიზუალური სიმბოლოს შექმნისას, Kraken-ის გუნდმა ლათინური W ასო გამოიყენა და გვირგვინის ფორმა მისცა. ლოგო შექმნილია ოქროსფერი ფოლადის ტექსტურით და გამოხატავს სიძლიერეს, წარმატებასა და სიმდიდრეს. ლოგოს შთაგონებით, სააგენტომ შექმნა ინსტალაციაც, რომელიც ვიზიტორებს იმ ძლიერ ქალებს აცნობდა, რომლებმაც ისტორიაში თავიანთი კვალი დატოვეს.

Epica Awards ყოველწლიური დაჯილდოებაა, რომელიც 1987 წლიდან ტარდება პარიზში და აერთიანებს ნამუშევრებს ევროპიდან, შუა აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან. წელს, კონკურსზე 64 ქვეყნიდან 3018 ნამუშევარი გაიგზავნა.

მთელი დეკემბერი დასამახსოვრებელი უნდა იყოს! – ნახეთ Lexus-ის საშობაო კამპანია!

3 ტოპ ინდუსტრია, რომლის აქციებიც ბაზარზე ფასის ვარდნისთანავე უნდა შეიძინოთ