in

1-ლი მარტიდან, სააგენტო Kraken Kutaisi იხსნება და საერთაშორისო და ადგილობრივ ბრენდებს მოემსახურება

Kraken ქუთაისის ციფრული ინდუსტრიის მშენებელ ქალაქად გადაქცევას აპირებს

Kraken-ის შემქმნელებისგან!

სააგენტო „კრაკენი“ ქუთაისიდანაც გააგრძელებს ციფრული ინდუსტრიის შენებას! 1-ლი მარტიდან, ქუთაისში სააგენტო „კრაკენის“ ფილიალი დაიდებს ბინას. ამგვარად, სააგენტო მიზნად ისახავს ციფრულ ინდუსტრიაში იმ ახალგაზრდების გადამზადებასა და თავისივე ქალაქში დასაქმებას, რომლებიც მეტწილად, საერთაშორისო ბრენდების ციფრულ გამოწვევებზე იმუშავებენ.

რითაა საინტერესო “კრაკენისთვის” ქუთაისში ფილიალის ამუშავება?

გიორგი კონტუაძე, Kraken-ის თანადამფუძნებელი: ქუთაისში და ზოგადად, რეგიონებში ბევრი ნიჭიერი ადამიანია, რომლებსაც თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებისთვის შესაბამისი გარემო სჭირდებათ. ვფიქრობთ, ვიქნებით შესაძლებლობების ფანჯარა იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს ციფრულ სამყაროში თავიანთი სუპერძალები ბოლომდე გამოიყენონ.

მაგალითად, ქუთაისი ცნობილია თავისი ენაკვიმატობით და გვჯერა, რომ ბევრი ქოფირაითერი გამოიწრთობა ჩვენს კედლებში.
ქუთაისი მხოლოდ დასაწყისია, გეგმა გვაქვს, რომ ყველა დიდ თუ პატარა ქალაქში გავხსნათ მსგავსი სააგენტოები-ჰაბები, შემდეგი ქალაქები იქნება: ზუგდიდი, თელავი და გორი.

რა სეგმენტზე იმუშავებს ქუთაისის გუნდი?

ალბათ, ბევრი იფიქრებს, რომ რეგიონებში ბევრი კომპანია არაა, რომელსაც ციფრული მარკეტინგული მხარდაჭერა სჭირდება, სინამდვილეში გვაქვს ამბიცია, რომ Kraken Kutaisi-ს საცეცები შეეჭიდებიან როგორც ქართულ, ასევე გლობალურ ბრენდებს. შესაბამისად, ციფრულ ოკეანეებში სეგმენტებზე საზღვრები გახსნილად გამოგვიცხადებია.

რას ნიშნავს ეს “კრაკენისთვის”? რა ცვლილებას უნდა ველოდოთ სააგენტოსგან?

რეალურად, თბილისში არაფერი იცვლება, მხოლოდ ჩვენი გუნდის წევრები იქნებიან ქუთაისში მენტორები და ტრენერები, რომლებიც გადაამზადებენ პირველ თანამშრომლებს, ხოლო შემდეგ ეტაპზე იზრუნებენ, რომ მომსახურება მაღალი ხარისხით შესრულდეს.

გვჯერა, რომ ქუთაისი თავის სიტყვას იტყვის საერთაშორისო კრეატიულ კონკურსებში და არაერთ ჯილდოს მოუტანს ქუთაისს.

ქუთაისი ხომ ქალაქია, ციფრული ინდუსტრიის მშენებელი!

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

ნახეთ: ველოსიპედის ბორბლებს მხერხავი პირები ანაცვლებს

კვლევა – ჩვენ ვკარგავთ ჩვენს კავშირებს