in

#პორტფოლიო: 10 პრინტი Kraken-ის ნამუშევრებიდან

„პორტფოლიო მაჩვენეთ“ – თანამშრომლობა, მეტწილად, ამ სიტყვებით იწყება. სააგენტოს ან კონკრეტული სფეროს შემოქმედს, პირველ რიგში, მისი ნამუშევრებით აფასებენ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რუბრიკაში #პორტფოლიო სხვადასხვა სააგენტოსა და შემოქმედებითი სფეროს პროფესიონალების ნამუშევრებს მოვუყაროთ თავი. ამჯერად, Kraken-ის პრინტებს გადაავლეთ თვალი. ამ ნამუშევრებისთვის სააგენტოს არაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვს მოპოვებული. ზოგიერთი მათგანისთვის, ACAG-ის პრინტ კონკურსის პირველობაც დაიმსახურა. ნახეთ და შეაფასეთ Kraken-ის #პორტფოლიო.

საქართველოში, ქალთა მიმართ ძალადობა საკმაოდ გავრცელებულია. თუმცა, პრინტით Kraken-ის გუნდი ეცადა პრობლემა უფრო ხმამაღლა და ემოციურად გამოეხატა.

პრინტის მიზანი იყო წაეხალისებინათ ადამიანები წასულიყვნენ არჩევნებზე, რადგან ქვეყნის ბედი ფარდის უკან იწერება.

წინადადებაში 1 სიტყვის ცვლილებამ, შესაძლოა, მთელი ქონტექსტი შეცვალოს. ყალბი ამბების  წინააღმდეგ მიმართული პრინტი.

შრომის უსაფრთხოება აქტუალური პრობლემაა საქართველოში. პრინტი მიმართავს იმ ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც სამშენებლო ობიექტებზე შრომის უსაფრთხოებას არ იცავენ.

საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი-სთვის შექმნილი პრინტი: „აღმოაჩინე წიგნების სამყარო“.

კომპანია „ლისი დეველოპმენტისთვის“ შექმნილი საკომუნიკაციო ვიზუალი, რომელიც პანდემიის პირველი ტალღის დროს, ადამიანებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებდა.

Jimsher – 1 კასრში და პრინტში გადმოცემული პირველი ქართული ვისკის დავარგების ისტორია.

ეს პრინტი „რომპეტროლის“ პრემიუმ საწვავისთვის შეიქმნა.

საგზაო უსაფრთხოებისთვის შექმნილი ეს პრინტი ფატალურ შედეგის დადგომის საფრთხეს წარმოაჩენს და შეგვახსენებს, რომ საჭესთან მესიჯობასა და ფატალურ შედეგს შორის მხოლოდ 1 წამია.

„რა საჭიროა იხვის?!“ – „წერტის“ ჯანსაღი პროდუქტის საკომუნიკაციო ვიზუალი.

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

ორგანოთა დონაციისას სისხლის ჯგუფს მნიშვნელობა არ ექნება — კვლევა

არგენტინაში აღმოჩენილ დინოზავრს პატარა ტვინი და მოკლე წინა კიდურები აქვს