in

ახალი ეტაპი Kraken-ში – კომპანიამ „ალმასგან” წილი სრულად გამოისყიდა

Kraken-ში მნიშვნელოვანი ცვლილებაა – კომპანიის დირექტორმა და თანადამფუძნებელმა, გიორგი კონტუაძემ კომპანია „ალმასგან” Kraken-ის 75%-იანი წილი სრულად გამოისყიდა და ამიერიდან ბიზნესის მთლიან მენეჯმენტს თავად გაუწევს.

როგორც გიორგი კონტუაძე აცხადებს, ალმასთან თანამშრომლობა დასრულდა, თუმცა Kraken-ისთვის ეს განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისია:

„ახლა ახალი Kraken-ის დროა. კომპანია ალმასთან ერთად ბიზნესის კეთება საინტერესო გამოცდილება იყო, თუმცა ამიერიდან სრულ მენეჯმენტს მე გავაგრძელებ და იმ გეგმების განხორციელებაზე ვიმუშავებ, რომლებიც აქამდე მქონდა ჩაფიქრებული”.

გიორგის თქმით, გასული წლების განმავლობაში კომპანიას არაერთი გამოწვევა და სირთულეები ჰქონდა დასაძლევი, თუმცა გუნდისა და სამომავლო გეგმების მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი. ის ასევე აღნიშნავს, რომ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ მას Kraken-ის არაერთი ყოფილი თანამშრომელი დაუკავშირდა და გუნდში დაბრუნების სურვილი გამოთქვა, რაც, მისი თქმით, დამატებითი მოტივაციაა.

ცნობისთვის, Kraken სარეკლამო სააგენტოა, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წელს დაარსდა. წლების განმავლობაში მან არაერთი საინტერესო კამპანიით დაგვამახსოვრა თავი, ახლა კი წინ ახალი ეტაპი, დიდი გეგმები და მომავალია. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, წარმატება ვუსურვოთ „კრაკენს” და მისგან ახალ ამბებს დაველოდოთ.

[R]

X კონტენტი ქურდების წინააღმდეგ

კიდევ უფრო ჭკვიანი ხელოვნური ინტელექტი და საგულშემატკივრო გამოცდილების რევოლუცია