21 სექტემბერი მსოფლიოს დასუფთავების საერთაშორისო დღეა. ყოველწლიურად ამ დღეს მსოფლიოს 157 ქვეყანაში მასშტაბური დასუფთავების აქციები ეწყობა. საქართველოც აქტიურადაა ჩართული ამ კამპანიაში. წელს მსოფლიო დასუფთავების დღესთან დაკავშირებით, CENN USAID–ის მხარდაჭერით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოსა და თბილისის მერიასთან პარტნიორობით, კრწანისის ტყეპარკში დასუფთავების აქციას გამართავს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სკოლები, უნივერსიტეტები, მოხალისეები და CENN–ის კამპანიის – გარემოს გულისათვის პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებიც უკვე წელიწადზე მეტია, ზრუნავენ მათ მიერ ნაშვილები ტერიტორიების სისუფთავეზე.
კამპანია გარემოს გულისთვის (Keep Georgia Beautiful) შესახებ
CENN მსოფლიო დასუფთავების საერთაშორისო დღეს კამპანიით “გარემოს გულისათვის” (Keep Georgia Beautiful) უერთდება, რომელსაც 2018 წლიდან USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. კამპანიის მიზანი მთავრობის, ბიზნეს სექტორისა და საზოგადოების მჭიდრო თანამშრომლობით გარემოს სისუფთავის შენარჩუნებაა. კამპანია უკვე 27 ორგანიზაციას აერთიანებს, მათ შორის, საფინანსო ინსტიტუტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახელმწიფო სტრუქტურებს და სკოლებს, რომლებიც ზრუნავენ მათ მიერ ნაშვილები ტერიტორიების სისუფთავეზე. აღსანიშნავია, რომ მონაწილე ორგანიზაციების რიცხვი მუდმივად იზრდება.
ღონისძიების პროგრამა:
9:45 შეკრება ვარდების რევულუციის მოედანზე
10:00 გამგზავრება კრწანისის ტყეპარკში
10:45 ღონისძიების გახსნა, წამყვანი ვიკა კალანდია
11:00 მისასალმებელი სიტყვა
11:30-12:30 შეჯიბრი: მარათონი-დასუფთავება თბილისის სკოლებს შორის
12:30-13:00 გამარჯვებული გუნდის გამოვლენა/დაჯილდოვება;
13:00-13:30 მსუბუქი ლანჩი
14:00 გამგზავრება
[R]