in , ,

კრეატიული ადამიანების “აი ია”

მარკეტერი წარმოგიდგენთ იმ რჩევების სიას, რომელიც ჯეიმი ვიკმა თავისი პირადი გამოცდილებით, მუშაობის დროს პრობლემების გადაჭრით და კლიენტებთან ურთიერთობით დააგროვა.

1. შენ პირველი არ ხარ. ჩვენს დროში პირველები ძალიან ცოტანი არიან, არიან პირველები და დანარჩენები, რომლებიც საკუთარ სტუდიებს აკეთებენ ან ფრილანსერებად იწყებენ მუშაობას.

2. ყოველთვის მოიძებნება ვინმე უკეთესი. შეიძლება ძალიან კარგი ხართ, მაგრამ თქვენზე უკეთესი აუცილებლად არსებობს. სულელობაა ამაზე ნერვიულობა.

3. წარმატება – ამოუწურავი რესურსია.

4. მიზნის გარეშე წარმატება წარმოუდგენელია. თუ არ იცი რა გსურს, ვერ მიაღწევ მიზანს. მიზანი არა მხოლოდ წარმატება, არამედ მიზანი საწყისსაც განსაზღვრავს.

5. ენერგია. დასაწყისისთვის მეტი ენერგიაა საჭირო, ვიდრე ფინიშთან გასვლისას. ეს ფიზიკის კანონი კარიერულ წინსვლაზეც მოქმედებს.

6. წარმატებისკენ გზა უფრო ადვილია, ვიდრე ამას გვიყვებიან. კარგი ხასიათი, სამსახური და ენერგია – ეს არის თქვენი წარმატების გზა.

7. დადებითი პერსონაჟი. საკუთარ თავთან დამოკიდებულება ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია. შეხედე საკუთარ თავს, როგორც მიზანს და ადამიანს, რომელიც გინდა რომ იყო.

8. მარტივი და გასაგები საიტი. გააკეთე საიტი, რომელიც  თქვენი სავიზიტო ბარათი გახდება. ონლაინ პორტფოლიო შენი კარიერის კომპასია.

9. შეამოწმეთ თქვენი პორტფოლიო. მუდმივად განახლებასთან ერთად ხშირად ჩაასწორეთ ნამუშევრები. დაიმახსოვრეთ, რომ თქვენ იმდენად კარგი ხართ, რამდენადაც თქვენი ბოლო ნამუშევარი.

10. ყურადღება მიაქციეთ ინსტინქტს. თუ სამსახურში ეჭვი გეპარებათ და არ გახარებთ, ის წარმატებას არ მოიტანს.

11. ხელმისაწვდომი გახადეთ თქვენი ნამუშევრები.

12. წერეთ ხელით. იშვიათი პლიუსია ადამიანი, რომელიც ხელით წერს და არა კომპიუტერის მეშვეობით.

13. დრო ფულია. ნუ ეხუმრებით ამ ფრაზას. დაამყარეთ ურთიერთობები პოტენციურ დამსაქმებლებთან და ილაპარაკეთ მხოლოდ საქმეზე.

14. არასდროს დათანხმდეთ უხელფასო სტაჟირებას.

15. რაც შეიძლება მეტი სტაჟირება. სტაჟირებებზე ნაკლები ხელფასია, მაგრამ ისინი აუცილებელია.

16. არ იზარმაცო სტაჟირებაზე.

17. იმეგობრე პრინტერთან. პრინტერი ის ხელსაწყოა, რითიც თქვენ ფულს შოულობთ. თქვენ კი ზედმიწევნით უნდა იცნობდეთ იმას, საიდანაც თქვენი საარსებო წყარო მოდის.

18. იაფფასიანი მაღაზიები. მშვენიერი საშუალებაა გონების ვარჯიშისთვის ნახმარი, გაფუჭებული ნივთები, რომლის გადაკეთებაც შეგიძლიათ.

19. მოითმინე. გაიარეთ რამოდენიმე სტაჟირება თუ არ აგიყვანენ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შემდეგზე შემართება უნდა დაკარგოთ.

20. შეკითხვები. დასვით შეკითხვები თუნდაც ისეთი, რომელზეც პასუხი გაქვთ და მეტ ინფორმაციას მიიღებთ.

21. არ მოგერიდოთ რამის თხოვნა.

22. კრიტიკა. კრიტიკით მეტის გაგება, მეტის გაუმჯობესება შეიძლება, ვიდრე სულ დადებითი შეფასების მოსმენით.

23. იყოლიეთ მეგობრები და არა მტრები.

24.ახალი ამბები მალე ვრცელდება. კარგი სტაჟიორის რეპუტაცია ძალიან მალე ვრცელდება.

25.არ დათვრეთ პროფესიულ საღამოებზე. სიმთვრალეში შეიძლება ბევრი სულელობა ჩაიდინოთ, რაზეც მერე ინანებთ.

26.არის რაღაც სიმართლე ფრაზაში “საქმე ცოდნაში არაა, საქმე კავშირებშია”. მეტი მეგობარი და მეტი ნაცნობი  მეტ შანსს უდრის.

27. ჩაიცვით შესაბამისად. პირველი შთაბეჭდილებები მაინც ჩაცმის სტილით მოდის.

28. არასდროს იმუშაოთ უფასოდ.

29. წაიკითხეთ კონტრაქტები. ეს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია, თქვენ აუცილებლად უნდა იცოდეთ რაზე აწერთ ხელს.

30. გამოყავი საკუთარი რეკვიზიტები. კომპანია გადახდას ყოველთვის აგვიანებს. ფურცელზე ერთი წითელი ხაზის გავლებაც საკმარისია, რომ თქვენი რეკვიზიტები უფრო შესამჩნევი გახდეს.

31. არ არსებობს ცუდად გაკეთებული საქმე. მაქსიმალური გააკეთეთ, გამოიყენეთ თქვენი რესურსი, რომ საქმე კარგი გამოვიდეს.

32. ცუდი კლიენტი. ეს თქვენ ხართ ვალდებული კლიენტთან კარგი კონტაქტი დაამყაროთ და არა კლიენტი.

33. არ შეგეშინდეთ შეზღუდვების. შეკვეთის დროს შეზრუდვების დაწესებამ შეიძლება ჩიხში შეგიყვანოთ, საიდანაც აუცილებლად გამოხვალთ და მეტ გამოცდილებას გამოიტანთ.

34. სამყარო შენს გარშემო. იმაზე ლაპარაკი, რომ გარე ამბები თქვენზე არ იმოქმედებს ტყუილია. მაქსიმალურად შეეცადეთ მოირგოთ გარემო და მოერგოთ გარემოს.

35. მოსაწყენ პრობლემებს მოსაწყენი გადაწყვეტილებები მოაქვს.

36. ახალი იდეები ხშირად სულელურად ჟღერს, მთავარია ისინი განახორციელოთ და დაამტკიცოთ მათი შინაარსი.

37. განმარტეთ თქვენი გადაწყვეტილებები. კლიენტებისთვის საჭიროა ზუსტი და გასაგები ახსნა იმის, თუ რის გაკეთებას აპირებთ.

38. კლიენტებს მეტი ესკიზი აჩვენეთ, შეეცადეთ, რომ თავი მონაწილეებად იგრძნონ.

39.  უარის თქმა ჯერ კიდევ არაა უარყოფა. ბოლომდე დაიცავით თქვენი იდეა.

40. არ დანებდეთ თუ დამარცხდით, ესეც თქვენი პროფესიის განუყოფელი ნაწილია.

41. რაზეც არ უნდა მუშაობდეთ, თუ შეამჩნევთ, რომ არ ვარგა გააკრიტიკეთ და შეუსწორეთ საკუთარ თავს ნამუშევარი.

42. თუ რაიმე მარცხი განიცადეთ არ გაექცეთ პასუხისმგებლობას. ამ შემთხვევაში გამოსწორების მეტი შანსია.

43. გამოდით საკუთარი კაბინეტიდან, იდეები მხოლოდ სამუშაო მაგიდასთან არ  “დაფრინავენ”.

44. ჯილდოები და პრიზები აუცილებელია, მაგრამ არა მნიშვნელოვანი.

45. მეტი სერიოზულობით მოეპყარით საკუთარ საქმეს და პროფესიას.



ლამაზი ქალები ლამაზი ქალების ჟურნალის რეკლამაში

ამიერკავკასიის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალის BATUMI SUMMER SET FEST 2013–ის დახურვა თბილისში!!!