in ,

კრეატიული განათლების სტუდია: „ ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, მთავარია დაინტერესდეთ”

Startauperi
Startauperi

„კრეატიული განათლების სტუდია-Creative Education Studio” სამი წელია, რაც არსებობს. ამ ხნის განმავლობაში CES-ის კურსები უკვე 250-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა. სტუდია გაფართოვდა, დაემატა ახალი მიმართულებები და პროგრამები. სწორედ ამ სიახლეებზე ესაუბრა „მარკეტერი“ „კრეატიული განათლების სტუდიის“ დირექტორ, natiaმუსიკოს ნათია სართანიას.

M: რა სიახლეებია სტუდიაში?

ამ ზაფხულს შევიცვალეთ მისამართი. გავფართოვდით. უკვე გვაქვს სამი სტუდია და ვაპირებთ დავამატოთ კიდევ ერთი. ასევე, ვგეგმავთ სარეპეტიციო ოთახის გაკეთებას. გვაქვს ახალი პროგრამები. გვყავს თითქმის სამჯერ მეტი სტუდენტი, ვიდრე ბოლოს რომ გესაუბრეთ. (http://www.marketer.ge/ces-studia/ ) ჩვენი მოსწავლეებისა და პედაგოგების კომუნა, რომლებიც ეხმარებიან და გვერდში უდგანან ერთმანეთს. მუდმივად ვცდილობთ წავიდეთ წინ და არ გავჩერდეთ.

M: რა კურსებს სთავაზობთ მომხმარებელს ამჟამად?

ამ მომენტში გვაქვს შემდეგი აქტიური კურსები : მუსიკის თეორიის საფუძვლები, ხმის ინჟინერიის, DJ , გრაფიკული დიზაინის, Ableton Live- პროგრამის შემსწავლელი ტექნიკური კურსები. უკვე ინსტრუმენტებზეც ვაკეთებთ აქცენტს და დავამატეთ გიტარაზე დაკვრის შემსწავლელი საბაზისო კურსი ლევან შანშიაშვილის პედაგოგობით.  ასევე დავამატეთ ნატალია ბერიძის ძალიან ინოვაციური და შემოქმედებით სავსე კურსი – songwriting და მუსიკის წარმოება. ეს არის, ყველაზე ბოლო სიახლე, რაც გვაქვს.

ასევე, ძალიან ხშირად ვატარებთ ვორქშოფებს მუსიკისა და დიზაინის სფეროში. თითქმის ყოველ თვე ტარდება სხავდასხვა ტიპის ვორქშოფები, რომლებიც ძალიან დიდი მოთხოვნით სარგებლობს.

Creative education studio 1M: რომელ კურსებზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა?

ძალიან დიდი მოთხოვნით სარგებლობს გრაფიკული დიზაინის კურსი- ABC of Graphic Design. ამჟამად არის 4-თვიანი პროგრამა და მალე გახდება 6-თვიანი. გვინდა რომ სამომავლოდ უფრო შეკრული და მრავლისმომცველი 1-წლიანი კურსი იყოს. მუსიკალურ სფეროში- ალბათ ისევ ხმის ინჟინერია. იმდენად დიდია მოთხოვნა, რომ მეცადინეობა პარალელურად ორ ჯგუფთან მიმდინარეობს.

M: როგორია სწავლების საფასური?

თითქმის ყველა კურსი თვეში 250 ლარი ღირს . კურსების 30 პროცენტი 1-წლიანია, ხოლო დანარჩენ 70 % -ს ძირითადად 3-თვიანი კურსები შეადგენს.

M: ვინ არიან თქვენი მოსწავლეები? ადამიანები, რომლებიც ახლა ეძებენ მიმართულებას ცხოვრებაში, თუ უკვე შემდგარი პროფესიონალები, რომლებსაც მოყვარულის დონეზე სურთ ამა თუ იმ მიმართულებას დაეუფლონ?

საკმაოდ მრავალფეროვანი სეგმენტია. ძირითადად 20-30 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი მოდის. ხშირად არიან სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, მაგ.სწავლობენ ხმის ინჟინერიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ან დიზაინს აკადემიაში და პარალელურად გადიან ჩვენს პროგრამებს, რადგან პრაქტიკაზე დაფუძნებული, ვორქშოფის ტიპის სწავლება გვაქვს,რაც ძალიან ამართლებს. ასევე ჩვენთან მოდიან ადამიანები, კარიერის შეცვლის მიზნით. მაგ. გვყავს სტუდენტი, რომელიც მოსვლისას დიზაინერი გვეგონა იმდენად მზად იყო ტექნიკურად, თუმცა წარმატებული იურისტი აღმოჩნდა.

ჩვენ არ ვართ შეზღუდულები, ძალიან მრავალფეროვანი სტუდენტები გვყავს. ყველასთვის ღიაა ჩვენი კარი, მთავარია ჰქონდეთ ინტერესი.

M: რა სფეროებში საქმდებიან თქვენი კურსდამთავრებულები?

ტელევიზიებსა და რადიოში მუშაობენ ხმის ბუმერებად, ინჟინრებად, მემონტაჟეებად. ასევე მუშაობენ ფრილანსერებად.

დიზაინერების შემთხვევაში – სხვადასხვა კომპანიებსა და ფირმებში, რადგან დღესდღებოთ ყველა კომპანიას სჭირდება დიზაინერი.

ასევე, ჩვენთან სტუდიაშიც ვასაქმებთ წარმატებულ კურსდამთავრებულებს.

ადრე, თუ პრობლემა იყო ამა თუ იმ საგნის პედაგოგის პოვნა, ახლა ჩვენივე სტუდენტები მოდიან მასწავლებლებად. გაჩნდა ხალხის რესურსი. რაც ძალიან გვახარებს.

მინდა აღვნიშნო, რომ წამოვიდა კარგი ტენდენცია, როდესაც კომპანია გვიგზავნის თავის თანამშრომელს კვალიფიკაციის ასამაღლებლად და იხდის სწავლების საფასურს. ასე მოიქცა მაგალითად ბრავო რეკორდსი.

M: ადრე აღნიშნეთ, რომ პირდაპირ კონკურენტად არავის თვლიდით. შეიცვალა თუ არა ეს?

ვიცი, ძალიან კარგი სიახლე, რომ კონსერვატორიაში დაარსდა ხმის ინჟინერიის ფაკულტეტი, რაც ძალიან მისასალმებელია. მაგრამ პირდაპირ კონკურენტად ვერავის ვხედავ. არიან ადამიანები, ვისაც არ აქვს 4 წელი ამა თუ იმ საგნის შესასწავლად. ჩვენ ვთავაზობთ, გაიარონ ესა თუ ის საგანი 1 წელიწადში . აითვისონ ეს საქმე პრაქტიკულად. აქცენტს ვაკეთებთ შემოქმედებით ხედვასა და პროფესიონალიზმზე, მაგრამ ტექნიკურ მხარესაც ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ.

Creative education studioM: თქვენი აზრით, წარმატებული აღმოჩნდა ეს პროექტი?

ალბათ ეს სტუდენტებმა უნდა შეაფასონ . ვთვლი, რომ ეს პროექტი წარმატებულია. ჩვენ უკვე 250 კურსდამთავრებული გვყავს.

M: რამე სახის მხარდაჭერა თუ გაქვთ?

იმის მიუხედავად, რომ ვვითარდებით და გვაქვს პროგრესი, არანაირი მხადაჭერა არ არის. ყველაფერი გადადის ენთუზიამზე. გვჭირდება ძალიან ძვირიანი აპარატურა, ეს ხომ არაა მაგალითად, ენის კურსი , სადაც მხოლოდ დაფა და მარკერი გესაჭიროება. ეს არის სერიოზული სტუდია, რომელიც მუდმივად უნდა განახლდეს აპარატურით.

რამდენიმე პროექტი შევიტანეთ განსახილველად, მაგრამ ყოველთვის უარყოფითი პასუხი მივიღეთ.

M: გაგვაცანით, სამომავლო გეგმები.

გაფართოება პროცესშია. გვინდა, დავამატოთ უფრო მეტი პროგრამა და ვორქშოფი.

ვოცნებობთ, რომ გვქონდეს საკუთარი საკონცერტო სივრცე, რომელშიც ჩვენი სტუდენტები დაუკარვენ. რა თქმა უნდა, დიზანერები სივრცის მოწყობის პროცესში სრულად ჩაერთვებიან. იმედი გვაქვს, რაღაც პერიოდში ეს გეგმაც განხორციელდება.

ავტორი : ირინა საყვარელიძე

ცხოვრება არ გაძლევს მეორე შანსს, ჩვენგან განსხვავებით ! – Adjarabet.com [Exclusive]

“Craftivity” – შემოქმედებითი შეფუთვის სერვისი უკვე თბილისში