in ,

კრეატიული მამის ისტორია, რომელიც კანის ლომების პრიზიორი გახდა

ვიდეორგოლში ხელმოკლე ოჯახის ისტორიაა აღწერილი, რომელსაც ელექტროენერგიის გადასახდელი თანხაც არ ჰქონდა. ოჯახის მამა 5 წლით გადაიხვეწა, რათა მოეძებნა გამოსავალი. თქვენი აზრით უკეთესი სამსახური მოძებნა? – არა! მან პრობლემის ორიგინალური გადაწყვეტა არჩია და ციცინათელად გადაიქცა. ოჯახი განათდა, გაბედნიერდა, ყველა გარშემო კმაყოფილი დარჩა, მაგრამ მხოლოდ 1 კვირით. ციცინათელების სიცოცხლის ხანგრძლივობა ზუსტად ეს პერიოდია. რეკლამიდან “ციცინათელა კაცის” ბედი უცნობი რჩება, მაგრამ ფაქტია, დიოდური ნათურები 10 წლიან ეკონომიურ განათებას უზრუნველყოფენ და მომხმარებელს მსგავსი ჯადოქრობა არ მოუწევს.

 

 

იაპონური კომპანია Ocedel Lighting–ისთვის შექმნილი რეკლამა კრისტოფერ ნოლანის ფილმების სტილშია გადაღებული. წელს “Firefly Man”–მა Asia Pacific AdFest–ზე გაიმარჯვა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი აღიარება Cannes Lions-ის კრეატიულ ფესტივალზე მოიპოვა. რეკლამამ ორ ნომინაციაში ლომი დაიმსახურა:  Silver Lion – Film, Bronze Lion – Film Craft.

10 ივლისს „რკინის თეატრში“ დავით ანდღულაძის სპექტაკლის “ჩიტები”-ს პრემიერა გაიმართება

Nike-მა სკეიტბორდერებისთვის ახალი ფეხსაცმელი Janoski Hyperfeel შექმნა