in

„იყო კრეატიული, ნიშნავს გიყვარდეს სიცოცხლე” – რომელია კრეატიული ინდუსტრიის ტოპ მიმართულებები?

„იყო კრეატიული, ნიშნავს გიყვარდეს სიცოცხლე” – კრეატიული ინდუსტრიის 3 საინტერესო მიმართულება

შემოქმედებითობას რომ ასაკი ჰქონდეს, ალბათ იმხელა იქნებოდა, რამხელაც სამყაროა. წარმოიდგინეთ, ადამიანს კრეატივი რომ არ გააჩნდეს, რამდენი რამ არ იქნებოდა სამყაროში, რამდენი ტექნოლოგია, რამდენი დარგი უბრალოდ ფიზიკურად არ იარსებებდა. ალბათ წარმოდგენაც კი გეუცნაურებათ, ხომ? დიახ, ჩვენც ასე ვფიქრობთ.

თუკი ადრე შემოქმედი ადამიანების არეალი მხოლოდ ხელოვნების დარგებზე გადიოდა, დღეს ყველა სფეროში გაიგონებთ სიტყვას „კრეატივი”. ამ საუკუნემ კრეატივსა და კრეატიულ ადამიანებზე სერიოზული მოთხოვნა გააჩინა და შეიქმნა არა ერთი, არამედ ბევრი ახალი პროფესია.

ვინ არიან ის ადამიანები, ვინც კრეატიულ იდეებზე ფიქრობენ და რა უნარებს ფლობენ ისინი? დღევანდელ სტატიაში კრეატიული ინდუსტრიის 3 საინტერესო პროფესიაზე და იმ შესაძლებლობებზე მოგიყვებით, რომელსაც საქართველოს ბანკი Miami Ad School Europe-თან ერთად, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის ფარგლებში გთავაზობთ.

Copywriting

ხშირად მას ტექსტის წერის სტრატეგიულ ხელოვნებას უწოდებენ. მისი მიზანია, სწორად მიაწოდოს ადამიანს ესა თუ ის პროდუქტი, თუმცა ეს ყველაფერი საინტერესოდ გააკეთოს, რათა მიიზიდოს მომხმარებელი, თქვას რაღაც ახალი და განსხვავებული. ქოფირაითერები ხშირად არიან შუამავალები ბრენდსა და მის მომხმარებელს შორის, ისინი ბრენდის აუდიტორიას ელაპარაკებიან ბრენდისავე სახელით ისე, რომ თავად არ ჩანან. ქოფირაითერების მთავარი დანიშნულებაა, ზუსტად იცოდნენ, ვის და რაზე ესაუბრებიან. მათ უნდა გამოიყენონ მარტივი სიტყვები და არა გაუგებარი ტერმინოლოგია, რომელიც მაღალფარდოვანი სიტყვებით იქნება დატვირთული, მაგრამ აზრის გამოტანა გაგვიჭირდება.

ყოველი ტექსტი, რომელსაც რეკლამებში, სარეკლამო ბანერებში, კომპანიების სოციალურ ქსელებსა და ვებგვერდებზე ხედავთ, ქოფირაითერის ნაფიქრი და დაწერილია. ხშირად ის მარტო არ მუშაობს, მასთან ერთად არიან დიზაინერები, არტ დირექტორები, მარკეტინგის გუნდის წევრები. ეს ადამიანები ერთად მსჯელობენ, მიდიან იდეებამდე და მას ტექსტურ სახეს უკვე ქოფირაითერი აძლევს.

„ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა როგორც სარეკლამო სფეროს, კონკრეტულად ქოფირაითინგის პოპულარობა და მის მიმართ ინტერესიც.

უფრო და უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბრენდსა და ადამიანებს შორის ურთიერთობას. შესაბამისად, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ქოფირაითერის როლიც, როგორც იდეების გენერატორის და ერთგვარი თარჯიმანის ბრენდსა და ადამიანებს შორის. გამომდინარე აქედან, შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ ქოფირაითერი შეუცვლელი პროფესიაა სარეკლამო ინდუსტრიაში”, – გიორგი ქუცა რუხაძე, სენიორ ქოფირაითერი HOLMES&WATSON-ში.

გარდა სარეკლამო ინდუსტრიისა, ქოფირაითერს შეიძლება შევხვდეთ ნებისმიერ სხვა სფეროში, იქნება ეს ხელოვნება, მეცნიერება თუ სხვა. ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა ბლოგპოსტების წერა ამა თუ იმ მიმართულებით. ამ მეთოდს იყენებენ როგორც საინფორმაციო, შემეცნებითი ორგანიზაციები ან არტ სფეროები, არამედ ელექტრონული კომერციის პლატფორმებიც კი. წინასწარ შერჩეულ თემებზე ქოფირაითერი წერს ბლოგებს, რომელიც კონკრეტული განრიგით იდება ორგანიზაციის ვებგვერდსა თუ სხვა ციფრულ არხზე. გარდა ამისა, ქოფირაითერის შესაძლებლობები არაა შეზღუდული. ადამიანმა, რომელმაც წერის ტექნიკები კარგად იცის, შეიძლება იმუშაოს სცენარისტად, ჟურნალისტად ან აწარმოოს საკუთარი ბლოგი.

Art Direction

შეიძლება ითქვას, არ არსებობს სარეკლამო სააგენტო და ხელოვნების დარგი არტ მიმართულებისა და მისი ხელმძღვანელის გარეშე. მათ შეხვდებით ყველა ინდუსტრიაში, სადაც შემოქმედებითობა ოდნავ მაინც არის საჭირო, ანუ თითქმის ყველგან. ეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა. არტ დირექტორები თავიანთი გუნდის ინსპირატორები არიან. ისინი ხელოვნების ელემენტების გამოყენებით, გუნდისთვის სწორი ხედვის მიწოდებაზე მუშაობენ.  ცდილობენ, სწორად დაინახონ და შეაფასონ გუნდის პოტენციალი და ამის მიხედვით მისცენ მათ გარკვეული მითითებები, შემოქმედებითი იდეები მიაწოდონ ან დაეხმარონ პროდუქტის კეთებაში. არტ მიმართულებაში, როგორც წესი, არიან ის ადამიანები გუნდში, რომლებსაც არ ეშინიათ ექსპერიმენტების.

„გრაფიკული დიზაინი ნელ-ნელა ახალ “მსოფლიო ენად” ყალიბდება, რომელიც ვიზუალური კომუნიკაციით გამოიხატება და თარგმნის გარეშეც ყველას ესმის ის, თუმცა ამ „ენაზე” საუბარი და შთაბეჭდილების მოხდენა ყველას არ შეუძლია, ამიტომ სხვასთან შენი სათქმელის სწორად გადმოსაცემად, ამ „ენის” კარგად შესწავლა და შეგრძნებაა საჭირო. იმდენად აქტუალურია დღეს ამ „ენის” შესწავლა, რომ არ გაგიკვირდეთ თუ ერთ დღეს მსოფლიოს რომელიმე ლიდერს დაუკვეთავთ ლოგოს დიზაინს ან თვითონ დონალდ ტრამპის ჩაწერილ „ტუტორიალზე” მოგიწევთ მისი სწავლა ან მასთან ერთად რამე კრეატიულ კამპანიაზე ფიქრი.

შესაძლებლობები იმხელაა, რამდენადაც საკუთარ თავს „აიძულებ”, რომ არ მოდუნდე და სულ ახალი ისწავლო და აკეთო. მითუმეტეს დღეს უკვე ყოველი ფეხის ნაბიჯზეა სხვადასხვა პლატფორმა ამისთვის. თუმცა, ყველაზე მთავარი ისაა რამდენად „შენ” იქნები ამ სფეროში და არ გექნება ეგ ყველაფერი დაზეპირებული.

პირველ რიგში, საჭიროა, სწორად შეარჩიო ის საუნდტრეკი, რაც გინდა, რომ მომავალ წლებს ედოს და გახსოვდეთ, რომ გამოცდილი ადამიანების გამონათქვამები კარგია, თუმცა შენ რას იტყვი ის უფრო საინტერესო. ამიტომ ნუ მიბაძავ სხვებს, გყავდეს შენი მე”, – ანა მამულაშვილი, იგივე დაო კრაკენის არტ დირექტორი.

Creative Technology

ეს არის მიმართულება, რომელიც გვეუბნება, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებით უამრავი საინტერესო და პროგრესული პროექტის განხორციელება შეიძლება. მისი მიზანია, შექმნას მოაზროვნე პროდუქტები, ერთმანეთთან დააკავშიროს ახალი ტექნოლოგიების მცოდნე ადამიანები და მიაწოდოს მათ იდეები, რომლებიც ინოვაციური პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს. ამ მიმართულების ადამიანები არიან ნოვატორები და გამომგონებლები, რომლებმაც იციან, როგორ გამოიყენონ ციფრული და ტექნოლოგიური სამყაროს ახალი ინსტრუმენტები და იციან, როგორ გაუწიონ ნავიგაცია ინფორმაციის გადატვირთვას.

შეიძლება თქვენ ის ადამიანი ხართ, რომელსაც ამ სამი მიმართულებიდან რომელიმე აინტერესებს. მაშინ გეტყვით, რომ Miami Ad School Europe-ში, კრეატიული მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და წარმატებულ სკოლაში, მათი საუკეთესოდ შესწავლაა შესაძლებელი. ამის შესაძლებლობა კი ქართველ დაინტერესებულ პირებსაც გაქვთ. საქართველოს ბანკისა და Miami Ad School Europe-ის პარტნიორობით, უკვე მესამედ, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია ცხადდება, რომელიც ბერლინში Art Direction-ის, Copywriting-ისა და Creative Technology-ის 2-წლიან პორტფოლიო პროგრამაზე 100%-იან დაფინანსებას გულისხმობს. კონკურსანტებმა 1 ივნისამდე უნდა ჩააბარონ Miami Ad School Europe-ში. სტიპენდიანტი ჟიურის ჩართულობით, ჩარიცხულ სტუდენტებს შორის გამოვლინდება. ჟიურის წევრებს შორის საქართველოს ბანკის, Miami Ad School Europe-ისა და კრეატიული სფეროს კომპეტენტური წარმომადგენლები იქნებიან.

დამატებითი დეტალები სააპლიკაციო პროცესის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.

ვიდეოს სანახავად, ეწვიეთ ბმულს.

[R]

Louis Vuitton-მა ვენეციის ისტორიული კიოსკები განაახლა

რა ხდება მაშინ, როდესაც ფინანსური სისტემა სტაბილური არაა?