in

კრეატიულობა ბრენდების ჟანგბადია — რა ზიანს აყენებს მისი ნაკლებობა ბიზნესს?

კულტურაში ე. წ. „სეისმური“ ძვრები გაცილებით შესამჩნევი მაშინ ხდება, როდესაც რაიმე ტენდენცია კონკრეტულ აკრონიმს იღებს. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა FOBO (Fear of Becoming Obsolete) — „მოძველების შიში“. Gallup-ის კვლევის მიხედვით, ეს შიშ სულ უფრო შესამჩნევი ხდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მოულოდნელი გამოჩენა ბევრი ადამიანის სატკივრად იქცა, დაწყებული ქოფირაითერებით, დასრულებული დიზაინერებითა და პროგრამისტებით. უახლესი ტექნოლოგია მათ პოტენციურ მეტოქედ ითვლება.

ამგვარი მოცემულობის ფონზე, ადამიანებმა მეტად დაიწყეთ კომპეტენციის ამაღლებაზე ზრუნვა. Deloitte-ის თანახმად, ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ ძლიერი სწავლის კულტურა, 92%-ით მეტი შანსი ეძლევათ ახალი პროდუქტების თუ პროცესების განვითარების კუთხით. უბრალოდ, კომპანიების უმეტესობა ისეთი უნარების გაუმჯობესებაზეა ფოკუსირებული, როგორებიცაა მენეჯმენტი, კორპორატიული სტრატეგია და ფინანსები. მაგრამ რას იტყვით ისეთი რაღაცების სწავლაზე, რაც იდეების შემოსავლად გადაქცევას გულისხმობს? ან უკეთესი კამპანიების შექმნას?

სწორედ შემოქმედებითობის დეფიციტზე საუბრობენ ექსპერტები.

კრეატიულობის დეფიციტი

კრეატიულობის არარსებობა ტრენინგებში (და ზოგადად კომპანიებში) უფრო მეტად უნდა აწუხებდეთ ლიდერებს, ვიდრე ამჟამად. ბიზნესები, რომლებიც არ ანიჭებენ პრიორიტეტს შემოქმედებითობას, საგანგაშო სისწრაფით ქრებიან. მაგალითად, გრეგ ჰოფმანი, Nike-ის ყოფილი მარკეტინგის ხელმძღვანელი, სპორტული ტანსაცმლის გიგანტის წარმატების დიდ ნაწილს სწორედ შემოქმედებით კულტურას მიაწერს. ის ასევე თვლის, რომ ბრენდები უფრო მეტად უნდა ნერვიულობდნენ, როდესაც იდეების ნაკლებობას შეამჩნევენ.

„კრეატიულობის არარსებობა ყოველწლიურად უამრავი კომპანიის ვარდნას გულისხმობს. მისი არარსებობა იწვევს დაღლილ გონებაზე მოფიქრებულ იდეებს, პროგნოზირებად ბრენდირებასა და მოწყენილ მომხმარებლებს“, — ამბობს ჰოფმანი.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შემოქმედებითობა ბიზნესის ჟანგბადს წარმოადგენს. ბევრ კომპანიას კი ჰგონია, რომ კრეატიულობა მხოლოდ რჩეულთა ხვედრია, რაც ორგანიზაციებს ხელს უშლის პოტენციალის სრულად გამოვლენაში. კრეატიულობა საკუთარი თავის ფუნდამენტური გამოხატულებაა, უნარი და მახასიათებელი, ახალ სიტუაციებში განსხვავებული შემოქმედებითობით მოერგოს ყველაფერს.

იდეალური გაქცევა თუ წარმატებული პაემანი? – ონლაინ პაემნების შესახებ ლონდონელი ილუსტრატორი წიგნს გამოსცემს

6 ოქტომბრიდან „სინომი რითეილის” წამყვანი საერთაშორისო ბრენდები ბათუმში გაიხსნება!