in ,

ფორმულა, რომლითაც უფრო კრეატიული გახდებით

კრეატივზე დღეს ძალიან ბევრს კი საუბრობენ, მაგრამ როგორ უნდა გამოვიმუშაოთ ეს უნარი? ისიც გვსმენია, რომ შემოქმედებითი ნიჭი ზოგს აქვს, ზოგს კი არა, მაგრამ Daydreamers-ის კომპანიამ საიდუმლო ფორმულა შემოგვთავაზა, რომელიც სწორედ შთაგონებაში დაგვეხმარება. ეს საკმაოდ ჰარმონიულად ჟღერს, რადგან ყურადღების გამახვილებას, დასვენებასა და საკუთარი თავით სიამოვნებას გულისხმობს.

როგორც ამბობენ, შემოქმედებითობა ჩვენი დნმ-ის ნაწილია, თუმცა ცხოვრების სწრაფი ტემპი ხშირად მისგან გვაშორებს. ჩვენს ტვინებსაც რაღაც დანადგარებივით ვეპყრობით, გამუდმებით ვამოწმებთ გასაკეთებელი საქმეების სიას და გადაუდებელ კითხვებს ვპასუხობთ. ეს გვსტრესავს, სტრესი კი, თავის მხრივ, ხელს უშლის ჩვენსავე კრეატიულობას… მარტივად რომ ვთქვათ, შემოქმედებითი ნიჭი მაშინ იღვიძებს, როცა ვსვამთ კითხვას: რა იქნებოდა, რაღაცები განსხვავებული რომ იყოს? ეს სამყაროს ახალ ხედვას გულისხმობს, მაგრამ როცა ტვინი რუტინულად მუშაობს, ასე არ ხდება.

კრეატიული ინსპირაცია სწორედ მაშინ ჩნდება, როცა გონება დნმ რეჟიმს უბრუნდება — იმ წერტილების დასაკავშირებლად შექმნილი ტვინის რეგიონების კომპლექსური კომბინაციაა, რომლებიც ზედაპირზე არ ჩანს. მეცნიერებმა კი ახლა აღმოაჩინეს, რომ დნმ კრეატიულობის, მნიშვნელობის შექმნისა და თვითდაკვირვების საფუძველია.

კრეატიულობის ფორმულა

კრეატიული ინსპირაცია იმაზე დიდი ხნით ადრე ვითარდება, სანამ მის შესაქმნელად დავსხდებით, ჩვენი გონება გარემოდან ახალ ინფორმაციებს ხომ გამუდმებით აგროვებს… აქ კი ყურადღების გამახვილება ჩვენს კრეატიულ ტვინს იმ წერტილებს აწვდის, რომლებიც ახალი იდეების წარმოსაჩენად სჭირდება. თუმცა იმისათვის, რომ გავიაზროთ, რას მოითხოვს რეგულარული ინსპირაციის მიღება, უნდა დავაკვირდეთ, რა ხდება ტვინში შთაგონების გაჩენისას. 

სკანირებების მიხედვით, შთაგონებამდე ალფა ტალღები ვიზუალურ ქერქს თიშავს, რათა გააჩუმოს ყველა ყურადღების გამფანტავი ნაწილი და დნმ-ს მოქმედების საშუალება მისცეს. როცა გარე სამყარო ნელდება, ტვინი კავშირებს ამყარებს მანამ, სანამ არის! მომენტს არ გააცოცხლებს. რამდენიმე წლის წინ კი მეცნიერები სწორედ ამ საკითხით დაინტერესდნენ და აღმოაჩინეს, რომ კრეატიულ ამოცანებში ის ადამიანები აჩვენებდნენ უკეთეს შედეგებს, რომლებიც ე. წ. გონების ხეტიალს მიმართავდნენ. 

ამასთან, განტვირთვაც მნიშვნელოვანი ელემენტია შემოქმედებითობისთვის და სწორედ ამიტომ ამართლებს ბუნებაში გასეირნება… 

ამგვარად, მივედით ფორმულამდე, რომელიც კვლევის, განტვირთვისა და სასიამოვნო ფიქრებისგან შედგება… იყავით ღია იდეებისადმი, გამოცდილებებისადმი და შეინახეთ ინფორმაციები, იპოვეთ განტვირთვის გზები და საკუთარ თავს ფიქრის საშუალება მიეცით, გამოიყენეთ კრეატიულობის ფორმულა და თქვენს შემოქმედებით ნიჭს გაღვიძების შანსი მიეცით.

მოდის ჟურნალის გარეკანი AI სისტემამ შექმნა

ისეთივე კაშკაშა წარმატება, როგორიც თავად კრისტალებია – Swarovski-ს ისტორია