in

კრეატორთა ინდუსტრიის 4 ტრენდი

როცა კრეატორებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ეკონომიკური მაჩვენებლები, რომლებიც რეკორდული ტემპით აგრძელებს ზრდას. ვარაუდობენ, რომ 2027 წლისთვის 500 მილიარდ დოლარსაც მიაღწევს… აღარც გუშინდელი წესები მოქმედებს ხვალინდელ სტრატეგიებზე. ამიტომ, ახლა Influencer MarketingTrends Report-ის შედეგებს გაგიზიარებთ, რომელიც კვლევას ასობით ბრენდზე, სააგენტოსა და კრეატორზე ატარებს და ინდუსტრიის ტრენდებს ავლენს:

1. კრეატორები მარკეტერებს უფრო მეტ ROI-ს სთავაზობენ

ბრენდების 66% და სააგენტოების 82% ამბობს, რომ კრეატორთა კონტენტი იმაზე მეტ ROI-ს აწვდის მათ, ვიდრე ტრადიციული ციფრული რეკლამირების მეთოდები, სადაც არც კრეატორები გვხვდება. ხოლო ბრენდის მარკეტერების 22% ფასიან ციფრულ რეკლამებს, რომლებშიც კრეატორები არიან, ყველაზე გავლენიან მარკეტინგული სტრატეგიის ნაწილად თვლიან. ეს უკანასკნელი იმაზე პოპულარულიც კი ხდება, ვიდრე მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტი და Affiliate მარკეტინგი.

როგორც ამბობენ, იგი უფრო იაფიცაა — კვლევამ აღმოაჩინა, რომ ტრადიციული რეკლამები გაძვირდა, როცა კრეატორების მიერ წარმოებული კონტენტის ფასი იგივე დარჩა. ამგვარად, უმჯობესია, მეტი ინვესტიცია ჩადოთ კრეატორთა კონტენტში. თანაც ასე უკეთეს შედეგებსაც მიიღებთ.

2. კრეტორთა კონტენტი ფასიან რეკლამებშიც გამოგადგებათ

არ არის სავალდებულო, ფასიანი რეკლამები და კრეატორთა კამპანიები ცალ-ცალკე სივრცეში მოათავსოთ, კონტენტი კონტენტია. ასე რომ, როცა კარგად მუშაობს, არც გაქვთ მიზეზი, ისინი განსხვავებულ პლატფორმებში, ფორმატებსა და ბიუჯეტებში მოაქციოთ. თანაც კვლევაში მონაწილე ბრენდების 76%-ის თქმით, დასპონსორებული ციფრული რეკლამები, რომლებშიც კრეატორებს ვხვდებით, რეკლამირების ყველაზე გავლენიანი სახეა. 

ვარაუდობენ, რომ ფასიანი რეკლამები, რომლებშიც კრეატორები მონაწილეობენ, კრეატორთა მარკეტინგსა და ციფრული რეკლამირების სფეროებს შეაფერხებს. მათი ეფექტურობა აუდიტორიის ჩართულობის მხრივ და, ამასთან, ხარჯების ეფექტურობის კუთხითაც მას ბრენდებისთვის იდეალურ ვარიანტად აქცევს, რომლებიც ცდილობენ თავიანთი მარკეტინგული ბიუჯეტი მაქსიმალურად გამოიყენონ.

3. კრეატორები პროდუქტის ხარისხს უფრო აფასებენ, ვიდრე ანაზღაურებას

კრეატორები ძალიან ფრთხილად უდგებიან ბრენდთან პარტნიორობის საკითხებს, აკვირდებიან პროდუქტის ხარისხს და უფრთხილდებიან თავიანთ რეპუტაციას, ნაცვლად იმისა, რომ ანაზღაურების გამო ყველაფერი გააკეთონ — კვლევაში მონაწილე კრეატორთა 56% ამბობს, რომ ხარისხი მნიშვნელოვანი ფაქტორია, როცა ირჩევენ, რომელ ბრენდთან დაამყარონ ურთიერთობა. ანაზღაურებაზე კი მხოლოდ 26% საუბრობდა, რაც, გასულ წელთან შედარებით, შემცირებული მაჩვენებელია. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კრეატორები უფასოდ მუშაობენ ან სრულად თავიანთ გატაცებებს მიჰყვებიან..

რეალურად, ისინი მიხვდნენ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ხარისხიანი თანამშრომლობა უფრო შედეგის მომცემია. კრეატორები კარგად ხვდებიან, რომ მათი რეპუტაცია თითოეულ ბრენდთან პარტნიორობის შედეგად ყალიბდება. ისინი იაზრებენ, რომ აუდიტორიის ნდობა რთული მოსაპოვებელია, თუმცა მარტივად დაკარგავენ, თუ მცდარ ინფორმაციებს ან არარელევანტურ პროდუქტებს შესთავაზებენ. 

ამგვარად, დარწმუნდით, რომ იმ კრეატორებთან მუშაობთ, რომლებიც იყენებენ და აფასებენ თქვენს პროდუქტს და არა, იმათთან, რომელთაც მხოლოდ ფული აინტერესებთ. ავთენტურობა მნიშვნელოვანია და მას ვერ იყიდით. 

4. ინფლუენსერები უპირატესობას ინსტაგრამს ანიჭებენ

როგორც აღმოჩნდა, ბრენდებისა და სააგენტოების 62% ფიქრობს, რომ ინსტაგრამი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური მედია პლატფორმაა. მისი მზარდი პოპულარობა კი შეგვიძლია მომხმარებელთა ბაზასა და მრავალფეროვან ფუნქციებს მივაწეროთ, რითაც დიდად სარგებლობენ ინფლუენსერები და ბრენდები. მაგალითად ბრენდებსა და სააგენტოებს ის ROI მოსწონთ, რომელსაც ინსტაგრამი აწვდის მათ — ROI-ს მხრივ ინსტაგრამს პირველ ადგილზე გამოკითხულთა 60% ასახელებს, ხოლო TikTok-ს 22%. 

ამასთან, კრეატორთა 94% ამბობს, რომ კონტენტს უფრო ხშირად ინსტაგრამზე ქმნიან, ეს მაჩვენებელი კი ტიკტოკისთვის 62%-ს უდრის, კრეატორთა 56% ინსტაგრამს ძირითად პლატფორმად განიხილავს, როცა ტიკტოკს მხოლოდ 18% ანიჭებს უპირატესობას… მიუხედავად არსებული ციფრებისა, ტიკტოკი მაინც მზარდი პოპულარობით გამოირჩევა და რთულია, ამ ფაქტის უარყოფა — კრეატორთა 46%-მა განაცხადა, რომ ტიკტოკს ახლა იმაზე უფრო აქტიურად იყენებს, ვიდრე გასულ წელს. 

ამგვარად, ინსტაგრამში ინვესტირებისას თავი უსაფრთხოდ კი შეგიძლიათ იგრძნოთ, მაგრამ არც ტიკტოკი უნდა დაივიწყოთ. პლატფორმები ვითარდება, ინფლუენსერები და ბრენდები კი ციფრული მარკეტინგული სამყაროს ცვლად დინამიკას უნდა მოერგონ, რათა თავიანთი გავლენაც გაზარდონ… 

#პორტფოლიო: ვიდეორგოლები და პრინტ კამპანიები Socialsharks-ის ნამუშევრებიდან

როგორი იყო 2023 წელი „ლიდერ კრედიტისთვის“ — ინტერვიუ თეონა ჯოხარიძესთან