in ,

ახალი ლუდი კრემის სახით

ეს სიახლე ლუდის მოყვარულებს იტალიიდან შესთავაზეს. შოკოლადის კარაქის მწარმოებელმა კომპანია Napoleone–მა  და ლუდსახარშმა Alta Quota–მ მთელ მსოფლიოს გამოუცხადეს, რომ ამიერიდან ლუდის დალევის გარდა , ლუდის პურზე წასმაც იქნება შესაძლებელი.

BOG
BOG

როგორც ტრადიციული ლუდი, ლუდის კრემიც ორი სახეობისაა და როგორც  მუქ, გაუფილტრავ ლუდს ახასიათებს მუქი კრემის გემოც შესაბამისად უფრო მკვეთრია,  ვიდრე ღია ფერის კრემისა.

ეს იდეა ჩვეულებრივი ხუმრობისგან დაიბადა.  Alta Quota-ში ხუმრობდნენ ლუდის პურზე წასმაზე  და შემდეგ Napoleone-თან ერთად ხუმრობისგან პროდუქტი შეიქმნა.

კრემ-ლუდის ყველის პოსტებთან ერთად მიირთმევენ, ხოლო კულინარები ექსპერიმენტებს განაგრძობენ და ახალი გამოგონებისთვის ახალ რეცეპტებს ამზადებენ.

პროდუქტი იტალიაში უკვე იყიდება. სამომავლოდ ახალი ლუდის ექსპორტს ინგლისსა და გერმანიაში დაიწყებენ.

როცა უფროსები ჭირვეული ბავშვებივით იქცევიან

მამაჩემი ჩემი გმირია