ზაფხულის ცხელ დღეებში გარეთ გასვლისას მზისგან დამცავ კრემს ვიყენებთ, რათა კანზე ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედება შევზღუდოთ. ახლად ჩატარებული კვლევა კი ცხადყოფს, რომ სპეციალური ლოსიონის წასმა ზამთარში, კანის “მოყინვისგან” თავის დასაცავადაც შეგვეძლება.
ინდოეთის სამეცნიერო და ინოვაციური კვლევების აკადემიის დოქტორი მუნია განგულის ხელმძღვანელობით, მეცნიერთა ჯგუფმა თხევადი ხსნარი შექმნა, რომელიც დიმეთილ სულფოქსიდისა (DMSO) და პოლივინილ სპირტის (PVA) ნაერთებს შეიცავს. ჩვეულებრივ, უჯრედების კრიოკონსერვაციისთვის, ორივე გამოიყენება ლაბორატორიებში. DMSO ხელს უშლის ყინულის კრისტალების წარმოქმნას უჯრედებში, ხოლო PVA ხელს უშლის მათ შორის კრისტალების წარმოქმნას და მათი გარე მემბრანების დაზიანებას.
მკვლევრებმა ამ ორი ქიმიური ნივთიერების სხვადასხვა თანაფარდობის რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარეს. საბოლოოდ კი აღმოაჩინეს ნარევი, რომელიც რომელიც საუკეთესოდ იცავდა კულტივირებულ უჯრედებს ცივი ტემპერატურის ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანებისგან. ნარევის, სახელწოდებით SynAFP, უჯრედების დაცვის მაჩვენებელი 80%-ს აღწევს.
ამის შემდეგ ჯგუფმა SynAFP კომერციულად ხელმისაწვდომ ალოე ვერას კრემს შეურია და ნაერთი თაგვებს წაუსვა. საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, კრემწასმულმა თაგვებმა სიცივისგან ნაკლები დაზიანება მიიღეს სიცივისგან — როგორც ქსოვილის, ისე ანთების თვალსაზრისით.
ახლა კი შემდგომი კვლევები იმის დასადასტურებლად მიმდინარეობს, თუ რამდენად მოქმედებს ნაერთი ადამიანების შემთხვევაშიც. ან, რა ინტენსივობით უნდა წავისვათ იგი კანზე და ა. შ.