შემოქმედებით ინდუსტრიაში კეთილგანწყობა და თავაზიანობა ძალიან მნიშვნელოვანი თვისებებია. როგორ უმკლავდებით რთულ საუბარს, რამდენად ჯანსაღი კონკურენტი ხართ, ხელს ხომ არ უშლით ვინმეს კარიერულ წინსვლაში თუ პირიქით – წაახალისებთ მას, შეგიძლიათ თუ არა რჩევების გაზიარება, დახმარების ხელის გაწევა კოლეგებისთვის და კიდევ ბევრი ასპექტია, რომლებიც მიუთითებს, რამდენად კარგი პროფესიონალი ხართ. დიახ, არ მოგესმათ, რადგან ტექნიკურ სიძლიერესთან ერთად, აუცილებელია, დადებითი თვისებებითაც გამოირჩეოდეთ.
კრეატიული ინდუსტრიის პროფესიონალები გვიზიარებენ პრაქტიკულ მაგალითებს, თუ როგორ ნერგავენ ისინი სიკეთესა და თანაგრძნობას ყოველდღიურ რუტინაში.
ნუ იქნებით ზედმეტად ყურადღებიანი
შემოქმედებითი ინდუსტრია არც ისეთი ფერადია, როგორიც ბანერებზე ჩანს, საკმაოდ რთული სფეროა და ხშირად საკუთარი პოზიციის დაცვაც საჭიროა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სიკეთე და უხერხულობა არ ავურიოთ. მნიშვნელოვანია ადამიანებისა და მათი მოსაზრებების აღიარება, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს მათთან დათანხმებას.
ეს დამოკიდებულება გასათვალსიწინებელია როგორც კოლეგებთან, ისე დამკვეთებთან თანამშრომლობის დროს. ხშირად ხდება, როცა დამკვეთის მოთხოვნები ბუნდოვანი ან გადაჭარბებულია, ცივი უარი ან უკმეხი პასუხი გამოსავალი არ არის და მართალიც რომ იყოთ, თავაზიანად ნამდვილად არ გამოჩნდებით.
ერთმანეთის მხარდაჭერა
სიკეთე ასევე გულისხმობს შემოქმედებითი საზოგადოების სხვა წევრების მხარდაჭერას. თუ ნახავთ ვინმეს ნამუშევარს საჯაროდ, არ დაგენანოთ დადებითი კომენტარის გაკეთება. ასევე, თუ ხედავთ, რომ თქვენს სფეროში მომუშავე კოლეგას ვინმე უსამართლოდ აკრიტიკებს, შეგიძლიათ გამოხატოთ მხარდაჭერა.
რეკომენდაციის გაწევა
ბევრ ადამიანს ეს უჭირს, თუმცა რეკომენდაციების გაცემა ძალიან კარგი ტონია. თუ ხართ საკმარისად დატვირთული და გთავაზობენ ახალ პროექტს, რომელზეც მაინც უარს ამბობთ, გაუწიეთ რეკომენდაცია ისეთ ადამიანს თქვენი სფეროდან, რომელიც მომავალში ამას დაგიფასებთ.
ცოდნის გაზიარება
პროფესიონალებმა საკუთარი ცოდნა უნდა გააზიარონ. იქნება ეს სოციალური ქსელები, კონტენტის შექმნა, თემატური საჯარო ლექციების ჩატარება თუ დამკვეთების გათვითცნობიერება.
სხვადასხვა კრეატორი გვეუბნება, რომ ინფორმაციის გაზიარება პატივისცემის ფორმაა. ეს აყალიბებს უფრო ხანგრძლივ ურთიერთობებს.
ემოციური ინტელექტი
ის აძლიერებს თანამშრომლობასა და გუნდურ დინამიკას. დიზაინერები, მწერლები, სტრატეგები, პროდიუსერები და სხვები ხშირად დგებიან ისეთი მოცემულობის წინაშე, როდესაც ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები უნდა გააანალიზონ, ამ დროს მნიშვნელოვანია უკუკავშირის გაცემა და მიღება დაძაბულობის გარეშე, ჯანსაღი კომუნიკაციის შენარჩუნება.
ეს იწვევს სამუშაო პროცესების გამარტივებას და საბოლოო შედეგების გაუმჯობესებას, ამ ყველაფრის გაკეთება ემოციური ინტელექტის გარეშე შეუძლებელია.
მთავარი დასკვნა
შემოქმედებით ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი სიკეთე თავისთავად სიკეთეს არ ნიშნავს: ეს არის გააზრებული, ყურადღებიანი და სამართლიანი დამოკიდებულება საქმისა და ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლების, ასევე, დამკვეთების მიმართ.
ამ ინდუსტრიაში ყველა საკუთარ გამოწვევებს უმკლავდება, რაც ხშირად სხვებისთვის უხილავია. თქვენს ყოველდღიურ რუტინაში სიკეთის ჩანერგვა ნიშნავს ისეთი სამუშაო პროცესების, კონტრაქტებისა და ბიზნესპრაქტიკის შექმნას, რომლებიც ამ რეალობას აღიარებს არა მხოლოდ თეორიულად, არამედ მუშაობის ყოველდღიურ დეტალებშიც.
შეიძლება კონკრეტულ სიტუაციაში მოგეჩვენოთ, რომ საჭირო არ არის კონკურენტულ ბაზარზე კეთილი ჩანდეთ, მაგრამ, საერთო ჯამში, ეს თქვენი იმიჯის ნაწილი გახდება, რაც სახელს გაგითქვამთ.












