in

კრიპტო გადახდები: მზარდი ტენდენცია და სარგებელი ბიზნესისთვის

მსოფლიო ტენდენციით სტაბილურად იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც თანხის შენახვასა და გამოყენებას კრიპტოვალუტაში ამჯობინებენ. გამონაკლისი არც საქართველოა. ბიზნესისთვის აშკარა გზავნილია, რომ კრიპტოვალუტა ანგარიშსწორების ალტერნატიულ საშუალებად იკიდებს ფეხს. სწორედ ამიტომ, სულ უფრო მეტი კომპანია სთავაზობს მომხმარებლებს კრიპტოვალუტში გადახდის არჩევანს.

თუ გსურთ, მსოფლიო ტენდენციას ფეხი აუწყოთ, ამ ბლოგში გაგიზიარებთ, თუ რა განაპირობებს კრიპტოვალუტაში ანგარიშსწორების ზრდას, რატომ არის ეს ბიზნესისთვის საინტერესო და როგორ დაამატოთ კრიპტო გადახდები თქვენს ბიზნესში. მაშ ასე, დავიწყოთ.

რა: მზარდი მოთხოვნა კრიპტოვალუტაზე

CoinMarketCap-ის ბოლო მონაცემებით, გლობალური კრიპტობაზრის კაპიტალიზაცია $1.21 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ბიტკოინი ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის სტატუსს ინარჩუნებს. 2022 წლის სტატისტიკით, მსოფლიოში კრიპტოვალუტის 425 მილიონზე მეტი ვერიფიცირებული მომხმარებელი და მფლობელია. ტენდენცია მზარდია, მოთხოვნა – გაზრდილი და შესაბამისად, იმატებს მომხმარებლებისთვის კრიპტოვალუტაზე მორგებული სერვისებისა და პროდუქტების  რაოდენობა.

ბიტკოინში ანგარიშსწორება წარმატებით დანერგეს ისეთმა ცნობილმა კომპანიებმა, როგორებიცაა:

კრიპტოვალუტის გავრცელებას მხარს უჭერენ ისეთი დიდი კომპანიებიც, როგორებიცაა Google და Mastercard. Mastercard გეგმავს, რომ იყოს ე.წ. „ხიდი“ კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმებსა  და წამყვან ბანკებს შორის. კრიპტოვალუტით გადახდის არჩევანს ამატებენ ონლაინმაღაზიებიც (მაგ.: Etsy.com).

საქართველოში კრიპტომომხმარებლების რაოდენობა წლიდან წლამდე იმატებს და საზოგადოების კრიპტოვალუტაზე ცნობიერებაც იზრდება. თანდათან უფრო მეტი ამჯობინებს შემოსავლის კრიპტოვალუტაში მიღებას, შენახვასა და ხარჯვას.

რატომ: კრიპტო გადახდები ბიზნესისთვის მარტივი და მიმზიდველია

გარდა იმისა, რომ კრიპტოვალუტაში გადახდა მიმზიდველია კრიპტოს მომხმარებლებისთვის, ბიზნესისთვისაც მნიშვნელოვანი უპირატესობები აქვს:

  • მომხმარებელთა რაოდენობისა და შემოსავლების ზრდა. კომპანიებს საშუალება ეძლევათ, მოიზიდონ მომხმარებლების ახალი სეგმენტი, რომელიც ფლობს კრიპტოვალუტას (ხშირად, სოლიდური ოდენობით) და ანგარიშსწორებასაც ამ ვალუტაში ამჯობინებს.
  • დაბალი საკომისიო და სისწრაფე. გადახდის ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით (გადარიცხვა ბარათით ან საბანკო ანგარიშზე), რიგ კრიპტოვალუტაში განხორციელებული ტრანზაქციის საკომისიო ხშირად გაცილებით დაბალია, თანხა კი საფულეში თითქმის მომენტალურად აისახება. ეს განპირობებულია იმით, რომ კრიპტოში გადახდას შუამავალი არ სჭირდება. შედეგად, მოგებული რჩება როგორც გადამხდელი, ისე მიმღები ორგანიზაცია.
  • ტრანზაქციები გეოგრაფიული საზღვრების მიღმა. მაგალითად, საქართველოში თანხის გადმორიცხვის ან ქვეყანაში ქონების შეძენის მსურველს შეუძლია კრიპტოვალუტაში თანხა ყოველგვარი საერთაშორისო საბანკო შუამავლისა და დამატებითი საკომისიო ხარჯის გარეშე, წამებში განახორციელოს. რაც ემიგრანტებისთვის ხელსაყრელია.
  • მეტი გამჭვირვალობა, უსაფრთხოება და მომხმარებლის კონფიდენციალურობის დაცვის მაღალი ხარისხი. კრიპტოვალუტაში განხორციელებულ თითოეულ ტრანზაქციას ბლოკჩეინზე ენიჭება უნიკალური შიფრი და არ საჭიროებს პერსონალური მონაცემების გამჟღავნებას. ეს უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.
  • კონკურენტული უპირატესობის მოპოვება. გადახდის სისტემაში კრიპტოვალუტის ინტეგრირებით კომპანიას შეუძლია კონკურენტულ გარემოში გამორჩეული იყოს, შეიძინოს ახალი მომხმარებლები და ახალი ნიშა დაიკავოს.

როგორ: კრიპტო გადახდების ადმინისტრირება მარტივად

 ზემოაღნიშნული სარგებლის მიუხედავად, კომპანიების ნაწილისთვის კრიტპტოგადახდების ინტეგრირება რთული და ბიუროკრატიული პროცესი ჩანს, ბუღალტრული აღრიცხვა კი – თავისტკივილი. სინამდვილეში, გადახდის მეთოდად კრიპტოვალუტის ინტეგრირება ძალზე მარტივია როგორც ტექნიკურად, ისე ბუღალტრულად და იურიდიულად. ამას მოწმობს იმ კომპანიების პრაქტიკა, რომლებმაც კრიპტო გადახდები უკვე დანერგეს საქართველოში.

თუ კრიპტო გადახდების დამატებას განიხილავთ, მარტივად ადმინისტრირებისთვის შეგიძლიათ ორი რამ გააკეთოთ:

  1. თუ B2B კომპანიას წარმოადგენთ და ორგანიზაციებს ემსახურებით, შეგიძლიათ კრიპტო ინვოისების სისტემა გამოიყენოთ. მაგალითად, შეგიძლიათ გაყიდოთ ბინა, ავტომობილი, უძრავი ქონება და ანგარიშსწორება კრიპტოში განახორციელოთ.

Coinmania-ს ინვოისი არის ოფიციალური დოკუმენტი, მიიღება ნებისმიერ საგადასახადო ორგანოში და  გენერირდება 5 წუთზე ნაკლებ დროში. ინვოისით ნებისმიერი კრიპტოვალუტა შეგიძლიათ მიიღოთ სასურველ ვალუტაში (ლარში), ამასთან, უდანაკარგოდ.

  1. თუ გაქვთ e-commerce ბიზნესი, მაგალითად, თუ თქვენი კომპანია პროდუქტს ან მომსახურებას ონლაინ ყიდის – გაქვთ ონლაინმაღაზია – და აქამდე მომხმარებელს მხოლოდ პლასტიკური ბარათით შეეძლო შეკვეთის თანხის გადახდა, გადახდის მეთოდებში კრიპტოვალუტის დამატება ისევე მარტივად შეგიძლიათ, როგორც საბანკო ბარათის. ამისთვის შეგიძლიათ Coinmania-ს ელექტრონულ კომერციაზე მორგებული პროგრამული გადაწყვეტით ისარგებლოთ.

ციფრული ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, გადახდის სისტემებიც სწრაფად იცვლება, ტრადიციული მიდგომები იხვეწება ან/და ინოვაციური სიახლეებით ნაცვლდება. ტრადიციულ ფინანსურ სისტემას, კრიპტოვალუტის სახით, უკვე გამოუჩნდა ანგარიშგასაწევი კონკურენტი. კრიპტოვალუტის ანგარიშგასაწევი უპირატესობები ახლო მომავალში უფრო მეტ მომხმარებელს მიიზიდავს. კრიპტო გადახდების დანერგვა არა მხოლოდ გადახდების ოპტიმიზაციას უზრუნველყოფს, არამედ გონივრული გადაწყვეტილებაცაა ცვალებად ბიზნესგარემოში მოქნილობისა და კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად.

ინფორმაციას Web3 ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ წარმოგიდგენთ coinmania.

[პარტნიორის კონტენტი]

კლინიკას პირველი გადანერგილი გულის ფოტოსთვის მილიონი დოლარი შესთავაზეს!

აუწყვე ფეხი მომავალს: WhiteBIT ბარათი — საქართველოში პირველი კრიპტობირჟის ქობრენდ Visa ბარათი