ბიტკოინის, ლაიტკოინის, ტეზერის (USDT-ს) და ეთერიუმის ნაღდი ფულით შეძენა უკვე მთელ საქართველოშია შესაძლებელი.
Cryptal-ის და PayBox-ის პარტნიორობის ფარგლებში, 500-ზე მეტი სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალიდან სასურველ კრიპტოვალუტას ყველგან, მარტივად და სწრაფად იყიდი:
- PayBox-ის ტერმინალის ეკრანზე დააჭერ კრიპტოს შეძენას
- გაივლი მარტივ იდენტიფიკაციას
- აირჩევ სასურველ კრიპტოვალუტას – Bitcoin, Litecoin, Ethereum ან Tether (USDT)
- ჩარიცხავ შენთვის სასურველი ოდენობის თანხას
- და მარტივად იღებ კრიპტოს Cryptal Wallet-ზე.
მიუხედავად ამ ინდუსტრიის აღმავალი და დაღმავალი ტენდენციებისა, კრიპტოვალუტა გლობალური ეკონომიკის მომავალია. არის მოლოდინი, რომ ბლოკჩეინ რევოლუცია ტექნოლოგიური ევოლუციის ახალი ეტაპიც იქნება – ახალი სამყაროს ეკონომიკური მიმოცვლისა და სიმყარის ფუნდამენტურ კომპონენტად კი სწორედ კრიპტოვალუტა გვევლინება.
შესაბამისად, კრიპტოვალუტები უფრო და უფრო იკიდებს ფეხს ყოველდღიურობაში და მოთხოვნაც მზარდია. თუმცა კრიპტოს ყიდვაზე ხელმისაწვდომობის ზრდა მაინც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, რასაც ქართულ ბაზარზე Cryptal & PayBox აგვარებენ.
Cryptal X PayBox კოლაბორაციით, კრიპტოვალუტის შეძენის პროცესი მეტად გამარტივდა და აჩქარდა, შესაბამისად, გაცილებით მოსახერხებელი გახდა:
„ფეიბოქსის“ ტერმინალიდან კრიპტოს ყიდვის პროცესს დეტალურად აქ გაეცნობი.
[R]