in

უთხარით „დიახ“ ბედნიერებას! — Krispy Kreme სეზონურ აფექტურ აშლილობას ებრძვის

ზამთარში ბევრი ადამიანი სეზონურ აფექტურ აშლილობას (SAD) ებრძვის, ბევრიც კი იმას ამბობს, რომ იანვარში მზის სინათლეს 15 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში არ იღებს. ამის საპასუხოდ კი, Krispy Kreme-მა მსოფლიოში პირველი SADvert შექმნა! 

BOG

კომპანია გიგანტური დონატის კედელს გვთავაზობს, რომელიც დაბალკალორიულია და სინათლესაც ასხივებს — ბრენდის ახალი Joy Unboxed პლატფორმის ნაწილია, რომელიც, თავის მხრივ, Good Relations-ის, VCCP Media-ის, Open Outdoor-ისა და Clear Channel-ის თანამშრომლობით შეიქმნა. 

დონატების ყუთის გახსნას ჩვენს ცხოვრებაში ბედნიერების მოტანა შეუძლია, ამიტომ, ჩვენც ზუსტად ამის გაკეთება გვსურდა. ეს არის მსოფლიოში ერთადერთი დონატის ყუთი, რომელიც სინათლის თერაპიას გთავაზობთ და სეზონურ აშლილობებთან გამკლავებაში გეხმარებათ. ვთვლით, რომ უკეთესი გზა ბედნიერების გაზიარებისთვის არ არსებობს, რადგან ჩვენ ვზეიმობთ ახალი დონატების გამოშვებას, რომელსაც მხოლოდ 195 კალორია აქვს, — აცხადებს ემა კოლჰუნი, Krispy Kreme-დან.

როგორ გვეხმარება მოუთმენლობა კარიერაში?

„ერთად აღნიშვნა ჯადოსნურია“ — Coca-Cola-ს ახალი რეკლამა