9
Oct
2019

„ძვირფასო, ის მკვდარია“ – კრისტენ ბელი და დაქს შეფარდი შვილებს არასდროს ატყუებენ

9 Oct 2019

Elit Electronics
Elit Electronics


ძალიან ბევრ საყვარელ ჰოლივუდურ წყვილს შორის, კრისტენ ბელი და დაქს შეფარდი ნამდვილად გამორჩეულები არიან. და რაც მათ სხვებისგან ყველაზე მეტად განასხვავებთ, საშინელი გულწრფელობაა. მათ არასდროს ეშინიათ ბავშვებისთვის ისეთი საკითხების გაზიარებაც კი, როგორიც, მაგალითად, მათს ინტიმურ ურთიერთობას შეიძლება, უკავშირდებოდეს.

სწორედ ამ გულწრფელობაზე ააგო კამპანია ბრენდმა Lightlife, რომელიც ვეგანებისა და ვეგეტარიანელებისთვის ხორცის შემცვლელ პროდუქტს აწარმოებს.

კამპანიაზე Endeavot Global Marketing-მა იმუშავა. სახელწოდებად კი, „პატიოსნების გემო“ შეურჩია.

ბელისა და შეფარდის ბუნებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე, კამპანიაზე მუშაობის პროცესი რთული არ აღმოჩნდა. სააგენტომ, უბრალოდ, მათ იდეა გააცნო და როლში შესვლა მარტივად მოახერხეს. უფრო მეტიც, ხუმრობები ვაზექტომიასა (თელსგამომტანი სადინრის მთლიანი ამოკვეთა. უფრო ხშირად იყენებენ, როგორც ადამიანის სტერილიზაციის საშუალებას) თუმათს სექსუალურ ურთიერთობაზე, მსახიობების მყისიერი ინტერპრეტაცია იყო, რომელუც სიუჟეტში ძალიან კარგად ჩაჯდა.

ამ ნამუშევრის მთელი ხიბლი ისაა, რომ კრისტენ ბელი და დაქს შეფარდი, უბრალოდ, ძალიან გულწრფელები არიან და რაც მთავარია, ნამდვილად აწუხებთ ის, მათი შვილები რით იკვებებიან.

მშობლები ჰოლივუდიდან, მიიჩნევენ, რომ ჯანსაღ საკვებს ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელი ფუნქციონირებისთვის ძალიან გადამწყვეტი მნიშვნელობა აკისრია და რაც მთავარია, ეს ბავშვებმა უნდა იცოდნენ.

ნამუშევრის გზავნილი კი ასეთია: Lightlife ბრენდია, რომლის პროდუქტზეც ისეთ გულწრფელ მშობლებსაც კი, როგორებიც კრისტენ ბელი და დაქს შეფარდი არიან, შეუძლიათ, თქვან, რომ ჯანსაღი და გემრიელია.

განხილვა