in

ზოგჯერ სიყვარული „არეული“ და ქაოსურია — ემოციური რეკლამა

სიყვარულის თემაზე შექმნილ რეკლამებს თუ გადავავლებთ თვალს, ერთი ნათელი შაბლონი გამოიკვეთება: ყველაფერი იდეალურად მოწესრიგებულია… სცენები უსაზღვრო ბედნიერებითაა გაჯერებული, როგორც სრულყოფილებას მიმსგავსებული ოცნება. შესაბამისად, ნაკლებად ჩანს რეალობის მეორე მხარე — ჩხუბი, დაშორება, ეჭვიანობა, ტირილი, ცალ-ცალკე გატარებული დღეები, მტკივნეული მოლოდინი, ავადმყოფობა, ქაოსი და ა. შ.

BOG

სწორედ აქ ჩნდება Kruger Products-ის ახალი რეკლამა: მიუთითებს იმაზე, რომ სიყვარული შეიძლება იყოს არეული და ქაოსური, მაგრამ თითქმის ყოველთვის შეიძლება პრობლემების მოგვარება. ვიდეორგოლი განსაკუთრებულ სიყვარულზეა ფოკუსირებული — დაწყებული ბავშვური გრძნობებით და დედა-შვილურით, დასრულებული ქორწინებით.

„მთელი კამპანია ეხება დაუცველობას და ადამიანურ გამოცდილებაში არაფერია უფრო დაუცველი და არეული, ვიდრე სიყვარული“, — ამბობენ ბრენდში.

საავტორო უფლებები და AI კონტენტი

როგორ გავუმკლავდეთ გუნდში არსებულ დაძაბულობას? — 5 მეთოდი