in

შექმნეს ქსოვილი, რომელიც თქვენს გულისცემას მოისმენს

ტანსაცმლის ქსოვილები ესთეტიკური სილამაზისა და ფუნქციური სითბოს გარდა, შეიძლება, ჩვენთვის მეტად სასარგებლოც გახდეს. აქ იგულისხმება ქსოვილი, რომელიც ჩვენ გარშემო თუ შიგნით არსებულ ხმებს გაიგებს და ჩვენი სხეულის ფუნქციების მონიტორინგშიც დაგვეხმარება. 

ქსოვილის ახალი ბოჭკო მიკროფონის მსგავსად მოქმედებს, თითქოს, იჭერს ფოთლების შრიალის, ჩიტების ჭიკჭიკისა თუ ჩვენი მეტყველების ხმებს და მას ელექტროსიგნალებად აქცევს. შესაძლოა, მან ისეთი სუსტი ხმების მოსმენაც კი მოახერხოს, როგორიცაა ჩვენი გულისცემა. 

„აკუსტიკური ქსოვილი უკვე საუკუნეა, არსებობს, მაგრამ მას ძირითადად ხმის შესამცირებლად იყენებდნენ, ხოლო ქსოვილი როგორც მიკროფონი სრულიად სხვა კონცეფციაა“, — ამბობს მეცნიერი ვეი იანი.

გასაკვირი არ არის, რომ მეცნიერებისთვის ამ პროცესში შთამაგონებელი ადამიანის ყური იყო და კონკრეტული ქსოვილი სწორედ ამის მიხედვით შეიქმნა. მათივე ცნობით, სხეულის მიკროფონი ხმაურის სხვადასხვა დონის მიმართ არის მგრძნობიარე. მეტიც, ეს ქსოვილი მიკროფონის ფუნქციას 10-ჯერ გარეცხვის შემდეგაც კი ინარჩუნებს.

„ამ მასალას, დაწყებული სხეულის დაკვირვებით, დამთავრებული თვითმფრინავების მონიტორინგით, უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ქსოვილის ბოჭკოების დამზადების მეთოდი კი მის მიერ წარმოქმნილ სიგნალს აძლიერებს. ამ გზით ქსოვილის მიკროფონს ექოკარდიოგრამის მსგავსად შეუძლია იმუშაოს და თუ ეს წარმატებული იქნება, ექიმებს ამ ქსოვილის პატარა ბავშვების ტანსაცმელში მოთავსება და მათი გულის მდგომარეობის მონიტორინგიც შეეძლებათ“, — ამბობს მეცნიერი ვიჯაი თაკური.

მეტიც, როდესაც ეს ქსოვილი ელექტროენერგიასთან არის დაკავშირებული, დინამიკის მსგავსად მუშაობს, ორი ბოჭკოს დამატებით კი იმის დადგენაც გახდა შესაძლებელი, თუ რომელი მხრიდან მოდის კონკრეტული ხმა…

Quaise დედამიწის 12.5 მილის გათხრას გეგმავს — გეოთერმული ენერგიის მისაღებად

Disney-მ მენსტრუაციაზე, ჯერ კიდევ, 1946 წელს შექმნა საგანმანათლებლო ანიმაცია