in

მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომელიც კოღოს ნაკბენებს ბლოკავს

ობერნის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში შექმნილი ქსოვილი, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივს ჰგავს, თუმცა იმისთვისაა შექმნილი, რომ კონკრეტული პრობლემა გადაჭრას: 

M2
M2

ჩვენ აღმოვაჩინეთ უნიკალური ქსოვის ტექნიკა, რომელიც მისი გეომეტრიული აგებულებით კოღოს ნაკბენს ბლოკავს, — აცხადებს ჯონ ბექმენი, ასისტენტ-პროფესორი.

მისი მიზანიც სწორედ ეს იყო, ეპოვა კოღოს ნაკბენებისგან თავის დაღწევის გზა. შესაძლოა, საქართველოში ეს უფრო მეტად დისკომფორტს უკავშირდებოდეს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რა ხდება სხვა ქვეყნებში, სადაც კოღოები მალარიას, დენგეს ცხელებასა და დასავლეთ ნილოსის ვირუსულ ინფექციებს ავრცელებენ. 

ქსოვილების გამოცდის პროცესი კი ასეთია: ლაბორატორიებში მეცნიერებს ცოცხალი კოღოები ჰყავთ, იცვამენ სხვადასხვა ქსოვილის მქონე ტანსაცმელს და მათ კბენის საშუალებას აძლევენ. დაადგინეს, რომ კოღოს პრობოსცისი, ანუ ნემსისმაგვარი ცხვირი, რომელსაც იგი კბენისთვის იყენებს, იმდენად გრძელია, რომ თხელ ქსოვილებშიც კი შეუძლია მარტივად გაატაროს…

სხვადასხვა ქსოვის ტექნიკის გამოყენებით გუნდი განსხვავებულ ნიმუშებს ქმნიდა მანამ, სანამ არ იპოვა ისეთი, რომელსაც კოღოს ნაკბენის დაბლოკვა შეეძლო. თანაც, ისეთი ქსოვილი შემოგვთავაზეს, რომ იგი გაწელვისა და მოხრის დროსაც კი არ ქმნის სივრცეს, რომელშიც მწერის ნემსის მაგვარმა ცხვირმა შეიძლება შეაღწიოს. 

ეს მასალა მჭიდრო ნაქსოვია, შესაბამისად, ცოტა სქელიც იქნება. ამიტომ, მკვლევრებისთვის შემდგომ გამოწვევას კომფორტი წარმოადგენს. რამდენიმე ცდის შემდეგ, კვლევაში ჩართულმა ზოგიერთმა პირმა ეს ქსოვილი ჩვეულებრივ ელასტიკს შეადარა, რაც ცუდი შედეგი არ უნდა იყოს… ამჯერად კი გუნდი პოლიესტერისა და სპანდექსის გამოყენებით მუშაობს. მომდევნო წლების მანძილზე ისინი ეცდებიან, ქსოვილი კიდევ უფრო კომფორტული გახადონ და შემდგომში ტანსაცმლის მწარმოებლებსაც შესთავაზონ იგი. რაც შეეხება წარმოების ხარჯებს, როგორც ამბობენ, ჩვეულებრივზე ძალიან მაღალი არ იქნება. 

თუ თქვენ აპირებთ, რომ კონკრეტული ქსოვილი შეადაროთ მწერებისგან გამოწვეული დაავადებების შესაძლო მკურნალობის მეთოდებს, ეს საკმაოდ იაფიანი გამოსავალი გამოდის, — აცხადებს ბექმენი.

მეცნიერებმა ასევე გამოიკვლიეს კოღოების სტერილიზაციისა და გენეტიკური ინჟინერიის ტექნიკა, მაგრამ როგორც ამბობენ, ეს რთული პროცესია, რომელიც მთავრობის ზედამხედველობასა და დიდ ძალისხმევასაც მოითხოვს. ამიტომ, გუნდმა მეტად რეალისტური მიდგომა აირჩია და კოღოებისგან თავის დასაცავად მარტივი გამოსავალი შემოგვთავაზა.

დახრილად დაკიდებული ნახატები, როგორც პროტესტი კლიმატის ცვლილებების მიმართ

საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები TalTech-ის უნივერსიტეტში Web3-ის ტრენინგს დაესწრნენ!