in

„გურამიშვილის მარნის“ ღვინომ იაპონიაში, “Sakura Awards”-ზე ოქროს მედალი აიღო

KTW ჯგუფის „გურამიშვილის მარნის“ ცქრიალა ღვინომ “Guramishvili’s Marani Grand Reserve Brut 2015“ იაპონიაში, Sakura Awards-ის დაჯილდოვებაზე ოქროს მედალი მოიპოვა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 4 333 სახეობის პროდუქტი, 29 ქვეყნიდან. მათ ღვინის 560 ექსპერტი აფასებდა.

„აღსანიშნავია, რომ “Sakura Awards” ერთ-ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა აზიაში, სადაც მონაწილეობენ ქვეყნები მსოფლიოს ყველა კუთხიდან. ღონისძიება ფოკუსირებულია ქალთა ხმაზე, რომლებიც მონაწილეობენ ღვინის შერჩევაში – ჟიურის წევრები ღვინის ექსპერტი ქალები არიან. რაც შეეხება ღვინოს “Guramishvili’s Marani Grand Reserve Brut 2015“, ეს ბოთლური, კლასიკური მეთოდით დამზადებული პირველი ქართული ცქრიალა ღვინოა, რომელმაც ამ მასშტაბის საერთაშორისო წარმატება მოიპოვა“.

KTW ჯგუფის „გურამიშვილის მარანში“ ცქრიალა ღვინოებს, ძირითადად, ქართლის ჯიშებით, ჩინურითა და ცოლიკაურით აწარმოებენ. იაპონიაში კი პროდუქციის ექსპორტს 2017 წლიდან ახორციელებს.

რა არის საჭირო ევროპაში ავტო-მოტო მოგზაურობისთვის?

ალექსანდრ დიუმას მათარა, აკა მორჩილაძის ტექსტი და „კოლექტივის“ რედიზაინი – ბრენდი Le Caucase