in

„KTW ჯგუფის“ გადაწყვეტილება – ბიზნესის მართვა SAP Business One-ში

„RSM საქართველო სოლუშენ“-მა, რომელიც ბიზნეს – პროგრამული უზრუნველყოფის მსოფლიო ლიდერის, SAP-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, პროგრამა SAP Business One წარმატებით დანერგა საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანია „KTW ჯგუფში“.

SAP-ის ERP სისტემა არის მძლავრი პროგრამა, რომელიც ბიზნესს საშუალებას აძლევს, მოახდინოს ყველა მნიშვნელოვანი პროცესის ავტომატიზაცია. ამით ის მკვეთრად ამცირებს დანახარჯებს და შეცდომების დაშვების ალბათობას, რითიც ზრდის ეფექტიანობას, გამჭვირვალობას და მოგებიანობას. სისტემის საშუალებით ხდება კომპანიის ყველა მიმართულების ავტომატიზაცია: წარმოება, დისტრიბუცია, შესყიდვები, გაყიდვები, საწყობის მართვა, ბუღალტერია და ფინანსები, HR მენეჯმენტი. ორგანიზაციის ყველა დანარჩენი ბიზნეს პროცესი არამარტო აღირიცხება ERP სისტემაში, არამედ კონტროლდება და ნებისმიერი პერიოდის ჭრილში იძლევა სრულყოფილი ანალიტიკის საშუალებას.

როგორც „KTW ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ამბობს, თანამედროვე ბიზნეს – გარემოში მნიშვნელოვანია სიტუაციის მუდმივი კონტროლი და გამოწვევებზე დროული რეაგირება.

„მართვის ყველა ასპექტი სამყაროში ეყრდნობა ინფორმაციას. იმისთვის,  რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ამასთანავე შეინარჩუნო კონკურენტული უპირატესობა, სწრაფად ცვალებად საბაზრო პირობებში, ძალიან ღირებულია დროულად მიღებული სწორი ინფორმაცია“, – ამბობს ზურაბ ჩხაიძე.

ბიზნესის ზრდასთან ერთად, როგორც კომპანიაში ამბობენ, იზრდება მიმდინარე პროცესების რაოდენობა და კომპლექსურობა. მათ ეფექტიან მართვას კი მხოლოდ ადამიანური რესურსი უბრალოდ აღარ ჰყოფნის.

„ERP სისტემის მეშვეობით ნებისმიერი ბიზნესი უფრო მარტივად სამართავი ხდება. ERP ერთიან უწყვეტ ჯაჭვში აერთიანებს ფინანსური მენეჯმენტის, ბუღალტერიის, მარაგების, დაგეგმვის, გაყიდვების, შესყიდვების, დისტრიბუციის და სხვა ბიზნეს ერთეულის პროცესებს“.

როგორც კომპანიაში ამბობენ, SAP Business One-ის დანერგვით, „KTW ჯგუფმა“ მიიღო ყველა საჭირო ფუნქციონალი ფინანსური და მენეჯერული აღრიცხვისთვის. ასევე, რეპორტინგის მძლავრი სისტემა, ოპერაციების სრული გამჭვირვალობა და კონტროლი, საჭირო გარე სისტემებსა და კანონმდებლობასთან ინტეგრაცია და ძლიერი ანალიტიკის შესაძლებლობა.

„აღსანიშნავია, რომ „KTW ჯგუფი“ ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში, რომელიც, ამ ეტაპზე, აერთიანებს ღვინის, ბრენდისა და ჭაჭის საწარმოებს, სტუმარ – მასპინძლობის ბიზნესს (სასტუმროები, რესტორნები), თხილის პლანტაციებს, მასშტაბურ ვენახებსა და დეველოპერულ მიმართულებას“.

[R]

ვის ეძებდნენ Google-ში ყველაზე ხშირად, ბოლო 15 წლის მანძილზე? [ვიდეო]

როგორ შეძლებენ რობოტები დაიჭირონ ნივთები, მათთან შეხების გარეშე