in

კუბიკების სტილში გარდაქმნილი „შერეკილები“ — 3D დიზაინერების ნამუშევარი


„სიყვარული… სიყვარულია მშობელი ოცნებისა, ოცნება აღვიძებს კაცთა მოდგმის მთვლემარე გონებას, გონება აღძრავს ქმედებას, პლიუს-მინუს, ემ ცე კვადრატ, ეф, ფუძე ებათაღელვის უსასრულობისა და შეცნობილი აუცილებლობისაკენ! მიდით ერთაოზ!“

ვინ იცის, რამდენჯერ მოგისმენიათ ან თავადაც სულ ზეპირად გაგიმეორებიათ ეს სიტყვები… ელდარ შენგელაიასა და რევაზ გაბრიაძის სცენარის მიხედვით გადაღებული „შერეკილები“ ხომ ყველასათვის საყვარელ კინოშედევრად იქცა. აქ გამოყენებული ფრაზები კი, თითქოს ნებისმიერ რეალობას მორგებული, ჩვეულებრივ დიალოგებშიც ბუნებრივად დამკვიდრდა. სწორედ ამ აქტუალობამ განაპირობა ის ფაქტი, რომ აღნიშნული ფილმის ირგვლივ არაერთი კრეატიული იდეა ტრიალებს — დღეს კი თვითნასწავლი 3D დიზაინერების მიერ შექმნილ ნამუშევარს წარმოგიდგენთ.

რატი დათეშიძემ და ბექა ბაკურაძემ „შერეკილების“ ორი ეპიზოდი 3D დიზაინში განსხვავებული ფორმით გარდაქმნეს. როგორც თავად აღნიშნავენ, იდეა თანამედროვე ქართული ანიმაციების სიმწირის ფონზე გაუჩნდათ. „დიდი გზა გამოვიარეთ და დიდი ძალისხმევა ჩავდეთ ამ ანიმაციაში. გვსურდა, ძველი ნარატივისთვის ახალი სტილი მოგვერგო და გადავწყვიტეთ, შერეკილები ერთგვარ კუბიკ ფორმებში შეგვექმნა. იმდენად გვინდოდა იდეალური ქართული თემატიკის ანიმაციის შექმნა, რომ ღამის თენების ხარჯზე სასურველი შედეგიც მივიღეთ. წარმატებული მცდელობის შემდეგ კი ბევრი ახალი ანიმაციის უნიკალურ სტილში შექმნას ვგეგმავთ“. 

ავტორი: ქეთია ბელქანია


გაზაფხულის ხილ-ბოსტნეულის სასარგებლო თვისებები

როგორ გავხდეთ მზრუნველი მენეჯერი “უგულო” ორგანიზაციაში?