in

ეს სათვალეები ახლომხედველობას მკურნალობს

მსოფლიოს მოსახლეობის მეოთხედზე მეტი ახლომხედველად ითვლება. ამ დისკომფორტის მოხსნას კი ადამიანები სათვალეების, ლინზებისა თუ ოპერაციის დახმარებით ცდილობენ. თუმცა ახლა ელექტრონული სათვალეები ბევრად მარტივ გამოსავალს გთავაზობთ, ის მიოპიას, ანუ ახლომხედველობას, მკურნალობს კიდეც. 

სათვალეები თვალის ექიმმა რიო კუბოტამ შეიმუშავა და მას კუბოტას სათვალეებიც დაარქვა. იგი მიზნად ისახავს ახლომხედველობის ზოგიერთი ეფექტი LED განათების გამოყენებით შეცვალოს, რაც მიოპიით გადიდებულ მანძილს რქოვანასა და ბადურას შორის შეამცირებს.

თუმცა თავდაპირველად, ამ იდეას სათვალეების ფორმა ნამდვილად არ ჰქონია. მას დესკტოპის მსგავსი დიზაინი ჰქონდა, შესაბამისად, პაციენტებს მოწყობილობის წინ 2 საათი უწევდათ ჯდომა. ამ დისკომფორტის გარდა, ისინი ძალიანაც ნერვიულობდნენ, ამიტომ, მოწყობილობას ჯერ ჩაფხუტის, საბოლოოდ კი სათვალეების ფორმა მისცეს. 

დადებითი მხარე კი ის არის, რომ სათვალეები პორტატულია და მის გამოყენებას პატარა ბავშვებიც მოახერხებენ. ხოლო იმისათვის, რომ სათვალეში ბატარეები მოეთავსებინათ, თანაც, ისე, რომ იგი კვლავ კომფორტული ყოფილიყო, დიზაინში მცირე ცვლილებებიც შეიტანეს. 


მსურველებს კუბოტას სათვალეების შეძენა იაპონიაში უკვე 5707 დოლარადაც შეუძლიათ, თუმცა გაყიდვაში ჯერ მხოლოდ 20 წყვილია, რადგან სათვალეები კვლავ ტესტირების ფაზაშია. ხოლო თუ თქვენი მოლოდინები არ გამართლდა, Kubota Pharmaceutical ფულის დაბრუნების გარანტიასაც გაძლევთ.

UX – მობილური დეველოპმენტის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი

NASA-ს ანტარქტიდის სატელიტური სურათები ცხადყოფს, რომ კონტინენტი სწრაფად იშლება