in ,

კულინარიული ექსპერიმენტი და სკანდალური “გაბრაზებული” ბურგერი McDonald’s–ის მენიუში

მიუხედავად იმისა, რომ McDonald’s უამრავი მომხმარებელი ჰყავს და ყველას ძალიან უყვარს მისი საკვები, მაინც აქტუალურია კითხვა: რამდენად ჯანსაღ პროდუქტებს იყენებს McDonald’s–ი?

კომპანიამ გადაწყვიტა მომხმარებლის ეჭვები გაექარწყლა და ეს ამოცანა ცნობილ შეფმზარეულს ნილ ფრეიზერს მიანდო. მზარეულმა სპეციალურ კორპორატიულ საღამოს უმასპინძლა და ვახშმისთვის რამდენიმე სახეობის კერძი მოამზადა, ინგრედიენტებად კი McDonald’s–ის პროდუქტები გამოიყენა. ულამაზესი და უგემრიელესი კერძები სტუმრებმა ისე მიირთვეს, რომ ეჭვიც კი არ შეჰპარვიათ მის ნატურალურობაში.

როგორც იქნა, დესერტის ჯერიც დადგა, რომელიც ასევე McDonald’s–ის ნაყინისგან იყო მომზადებული. ფიალა, რომლითაც სტუმრებმა ტკბილეულობა მიირთვეს  კომპანიის ცნობილი ასო M-ით იყო აღნიშნული. გემრიელი საღამო დადებითი აღფრთოვანებითა და გაოცებით დაგვირგვინდა. 

 

 

თუმცა, ვინ იცის, ნილ ფრეიზერის ჯაფა სულ წყალში ჩაიყარა, ჩინური McDonald’s–ის ახალი უცნაური პროდუქტის წყალობით.  

მაშ ასე, წარმოგიდგენთ “გაბრაზებულ” წითელ ბურგერს ანიმაციური ფილმიდან Angry Birds. ალბათ, სიმბოლურია, რომ ამ თემატიკის ბურგერი ქათმის ხორცისგან რომ არის დამზადებული. ახალმა პროდუქტმა ზოგიერთ მომხმარებელში უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია არაჯანსაღი ვიზუალის გამო და ნილს შრომა წყალში ჩაუყარა.

 

 

 

 

დღეს ორსართულიანი მატარებლის შესყიდვის ხელშეკრულება გაფორმდა

iPhone 6s-ის პაროდიული ვიდეორგოლი Jimber Jam-ისგან