31
Aug
2017

დასაქმებისას რა უფრო მნიშვნელოვანია, კანდიდატის პროფესიონალიზმი თუ კულტურა?

31 Aug 2017

კომპანიის კულტურის ჩამოყალიბება არის მნიშვნელოვანი და ამასთან, გრძელვადიანი პროცესი. როგორც LinkedIn-ის დამფუძნებელი, რიდ ჰოფმანი ამბობს თავის პოდკასტში – Masters of Scale: „ნამდვილად მყარია კომპანიის კულტურა მაშინ, როცა ყველას – დაწყებული აღმასრულებელი დირექტორიდან, დამთავრებული მიმღებში მომუშავე ადამიანით – აქვს იდენტობა კომპანიაში არსებულ ღირებულებებზე. ჭეშმარიტი ორგანიზაციული კულტურა ყალიბდება კომპანიაში მომუშავე ყველა ინდივიდის ფორმირების შედეგად“. კულტურის შენება კი იწყება კომპანიისთვის შესაფერისი ადამიანების შერჩევით. მისი ჩამოყალიბების პროცესი, მცირე ჯგუფებში, შედარებით მარტივია, ამიტომ მნიშვნელოვანია ამაზე თავიდანვე ზრუნვა.

რიდ ჰასტინგსმა, Netflix-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, იცოდა, რომ კომპანიის წარმატებისთვის სჭირდებოდა ისეთი ადამიანები, რომლებიც პრობლემებს გადაჭრიდნენ დროულად, შესაბამისად, მას წინასწარ ჰქონდა დაქირავების პროცესი წარმოდგენილი და ისიც, როგორ თანამშრომლებთან მოუნდებოდა, სამომავლოდ, საქმის დაჭერა.
„არ დაუშვათ თქვენი კულტურისთვის შეუფერებელი ადამიანები თქვენს ავტობუსში!“ – ჰასტინსგსი, ამ წინადადებით, დამატებით ხაზს უსვამს ჰოფმანის მიერ გამოთქმული მოსაზრების ჭეშმარიტებას, კომპანიის კულტურის ფორმირების პროცესში.

ქვემოთ ჩამოთვლილია ის შემთხვევები, რომლებიც გაგიმარტივებთ შთაბეჭდილების შექმნას იმ კანდიდატებზე, რომლებიც თქვენი კომპანიის კულტურისთვის იქნებიან შესაფერისები:

კანდიდატის დაქირავებამდე მისთვის ცნობილი გახადეთ საკუთარი ორგანიზაციული კულტურა
Netflix საზოგადოებისთვის აქვეყნებს საკუთარი კულტურის დეტალურ აღწერას – სტრატეგიით დაწყებული, თანამშრომლების იმ გადაწყვეტილებით დამთავრებული, სად იმოგზაურებენ.
კომპანიის კულტურის შენების პროცესში თამამი ნაბიჯების გადადგმა იზიდავს საჭირო კანდიდატებს და უკუაგდებს იმ ადამიანებს, რომლებიც არ იქნებიან კონკრეტულ კომპანიაში მიღებული კულტურისთვის შესაფერისები – კომპანიის ღირებულებების საზოგადოებისთვის გაცნობა დასაწყისშივე გაფილტრავს შესაფერის კანდიდატებს.

შეარჩიე ის კრიტერიუმები, რომელიც დაგეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში
თუ კომპანიის კულტურაზე ზრუნავ, კადრის შერჩევის გადაწყვეტილების მიღება უფრო რთული პროცესი ხდება და ორიენტირებული ხარ კანდიდატის არა მხოლოდ უნარებსა და გამოცდილებაზე, არამედ მის პიროვნებაზეც. LinkedIn-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჯეფ ვეინერი და მისი დამქირავებელი კომიტეტი, დაქირავების პროცესში უპირატესობას ანიჭებს იმ ადამიანებს, რომლებიც ერგებიან კომპანიის კულტურას და თუ ამ უკანასკნელს ვერ აკმაყოფილებს კანდიდატი, მიუხედავად მისი იდეალური უნარებისა და პროფესიონალიზმისა, ასეთი თანამშრომლის აყვანისგან თავს იკავებენ.
კითხვების დასმა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ადამიანის ღირებულებები, ქცევები და პერსონალური თვისებები, დაგეხმარებათ იმის პროგნოზირებაში, რამდენად მოერგება კანდიდატი თქვენი კომპანიის კულტურას.

მხოლოდ საკუთარი კულტურიდან ნუ შეარჩევ კანდიდატებს

მრავალფეროვან აუდიტორიაზე ადაპტირებულ კომპანიას სჭირდება ასეთივე გუნდიც იმისთვის, რომ სწორად და ეფექტურად მოახდინოს ზეგავლენა პოტენციურ კლიენტებზე ქვეყნის, რეგიონისა, თუ მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად, გუნდის ფორმირების პროცესში მოგიწევთ ამის გათვალისწინება.

Walker & Company-ის აღმასრულებელი დირექტორი, ტრისტან უოლკერი, რომელიც სილამაზისა და ჯანმრთელობის პროდუქტებს უწევს რეალიზაციას, საკუთარი გუნდის მრავალფეროვნებას მიიჩნევს უპირატესობად და მისი კომპანიის, როგორც ბაზარზე კონკურენტუნარიანი ობიექტის აღქმას. მისი თქმით, მრავალფეროვანი აუდიტორიის შესაბამისი გუნდი უკეთესად იდენტიფიცირებს მომხმარებლებთან, რაც ინოვაციური და ახალი პროდუქტების შექმნის იდეას აძლევს გასაქანს.



განხილვა