in

როგორია კულტურული განსხვავებების გავლენა გლობალურ გუნდებზე?

კვლევაში 804 საერთაშორისო გუნდი მონაწილეობდა

გამოკითხვამ, რომელშიც 90 ქვეყნის თანამშრომლები მონაწილეობდნენ, ცხადყო, რომ ოფისში მომუშავე ადამიანთა 89% ზოგჯერ მაინც მონაწილეობს გლობალურ ვირტუალურ (GVT) პროექტებში. ამ ტიპის პროექტების ფარგლებში გუნდის წევრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმოფანტულნი არიან და კომუნიკაციის ონლაინ საშუალებებს იყენებენ. ეს ჩვეულებრივი მოვენაა გლობალიზებულ, სოციალურად დაშორებულ სამყაროში, სადაც ონლაინ თანამშრომლობა აუცილებელია.

pasha-statiebi
pasha-statiebi

მიუხედავად GVT-ების სარგებლიანობისა, ვირტუალურ თანამშრომლობას გარკვეული გამოწვევებიც ახლავს, რომლებიც ისეთ ასპექტებში ჩანს, როგორიცაა თუნდაც დროითი, ენობრივი და კულტურული  განსხვავება… რომ არაფერი ვთქვათ გუნდის წევრთა ქვეყნების სხვადასხვა ეკონომიკურ პირობებსა და პოლიტიკურ სისტემებზე, რამაც შეიძლება, დიდი გავლენა იქონიოს გუნდების ერთად მუშაობაზე.

ბოლოდროინდელ კვლევებზე დაყრდნობით რამდენიმე კონკრეტული გზა განისაზღვრა, რომელთა მეშვეობითაც ირკვევა, როგორ მოქმედებს გლობალურ გუნდში არსებული განსხვავებები მათ მუშაობაზე. ამ დინამიკის გაგება კი მენეჯერებს დაეხმარება გაიგონ, როგორ შეინარჩუნონ პროდუქტიულობა და ბედნიერების განცდა გუნდებში.

გეოგრაფიული მრავალფეროვნების გამოწვევები და სარგებელი

როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, კვლევების 95% ძირითადად გუნდის წევრების განსხვავებებთან დაკავშირებულ ნეგატივზეა ორიენტირებული. ანალოგიურად, მრავალმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ ასაკმა, სქესმა ან რასობრივმა განსხვავებამ, შესაძლოა, წევრებს შორის ურთიერთობა გაართულოს.

თუმცა საგულსიხმოა, რომ ზემოთ ხსენებული განსხვავებები რიგ შემთხვევებში სასარგებლოცაა. კველების შედეგების მიხედვით ნაკლებად ერთგვაროვანი გუნდები მეტ კრეატიულობას ავლენენ. ასეთ გუნდებში მეტი ვარიანტია განხილული, უფრო ფრთხილად მუშავდება ფაქტები და საბოლოოდ უკეთეს გადაწყვეტილებებს იღებენ.

კითხვა ასეთია: როდის არის ის გუნდები წარმატებული, რომელთა წევრებიც სხვადასხვა ქვეყენაში ცხოვრობენ? და როდის იღებენ საპირისპირო შედეგს? 

რომელი განსხვავებებია მნიშვნელოვანი საერთაშორისო გუნდებში?

კვლევაში 6-8 თანამშრომლისგან დაკომპლექტებული 804 საერთაშორისო გუნდი მონაწილეობდა – ყოველი მათგანი სრულად ციფრული კომუნიკაციის საშუალებებზე დაყრდნობით მუშაობდა.

აღსანიშნავია, რომ დაკვირვების შედეგად ორი ფართო კატეგორია გამოიკვეთა – პიროვნული და კონტექსტუალური მრავალფეროვნება. პირველი მათგანი მოიცავს ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა ასაკი, სქესი, ენა, უნარები და ღირებულებები. ამის საპირისპიროდ, კონტექსტუალური მრავალფეროვნება გულისხმობს გუნდის წევრების გარემოში არსებულ განსხვავებებს, როგორიცაა ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა დონე და მათი ქვეყნის სხვადასხვა ტიპის ინსტიტუციები თუ პოლიტიკური სისტემები.

ასევე, კვლევებმა აჩვენა, რომ პიროვნულმა მრავალფეროვნებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს საზოგადოებრივ აზრზე. როდესაც გუნდის წევრები სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები არიან, ან სხვაგვარად განსხვავდებიან პიროვნულ დონეზე, ნაკლებად ენდობიან ერთმანეთს და არ სიამოვნებთ დროის ერთად გატარება. შედეგად, მეტი გაუგებრობა იჩენს თავს და ერთობის განცდა იკარგება.

ამის საპირისპიროდ, როდესაც წევრები სხვადასხვა ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემების მქონე ქვეყნებიდან არიან, გუნდის საერთო ხედვა უფრო ფართოა. შედეგად, კონტექსტური მრავალფეროვნება საშუალებას იძლევა უფრო მეტი შეხედულება და პერსპექტივა მიიღოთ, რაც ხელს უწყობს კრეატიულობას, ეფექტური გადაწყვეტილების მიღებასა და პრობლემების გადაჭრას. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა, როდესაც გუნდები მუშაობენ რთულ ამოცანებზე, რომლებიც არატრადიციულ მიდგომებს მოითხოვს.

რას ნიშნავს ეს მენეჯერისთვის

გუნდის შექმნისას მენეჯერებმა მოცემული ამოცანების ხასიათი უნდა გაითვალისწინონ. მაგალითად, პროექტები, რომლებიც კრეატიულ და არატრადიციულ აზროვნებას საჭიროებს, კონტექსტური მრავალფეროვნებით დადებითად ისარგებლებს.

ხოლო პროექტებისთვის, რომლებიც უფრო რუტინული დავალებების შესრულებას მოითხოვს, საჭირო არ არის განსხვავებებსა და მრავალფეროვნებაზე ფოკუსირება. ამის ნაცვლად, მენეჯერებმა უნდა უზრუნველყონ უფრო ეფექტური კომუნიკაცია, პიროვნული დინამიკა და მეტად კოლეგიური გუნდი.

გუნდის მრავალფეროვნების სარგებელის სრულად გამოყენებისთვის შემდეგი ორი სტრატეგიაა მიზანშეწონილი:

პირველ რიგში, პირადი მრავალფეროვნების მავნე ზემოქმედების შესამცირებლად, კომპანიებმა უნდა გამოიყენონ კულტურათშორისი კომუნიკაციისა და მრავალფეროვნების შესახებ ინფორმირებულობის ტრენინგი, რათა კულტურული ინტელექტი გაუმჯობესდეს და სხვა კულტურის ხალხთან მუშაობის ინტერესი გაიზარდოს. დადებითი შედეგის მომტანი იქნება ცრურწმენებისა და სტერეოტიპების შემცირებაზე ორიენტირებული პროგრამების გატარება, რათა თანამშრომლებს შორის უფრო მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდეს.

მეორე – კონტექსტური მრავალფეროვნება კრეატიულობასა და ინოვაციას მხოლოდ მაშინ უზრუნველყოფს, როდესაც გუნდის წევრები თავისუფლად მიმოცვლიან აზრებსა და ცოდნას. შესაბამისად, სამუშაოს მოწყობამ ხელი უნდა შეუწყოს მეგობრულ უკუკავშირსა და დისკუსიებს, ასევე უნდა უზრუნველყოს კონსტრუქციული კრიტიკისა და უთანხმოებისათვის თავისუფალი სივრცე.

დაბოლოს, გახსოვდეთ, რომ კონტექსტური და პიროვნული მრავალფეროვნება ყოველთვის მკვეთრად არ არის ერთმანეთისგან გამიჯნული. ამიტომ, პიროვნული მრავალფეროვნებით გამოწვეული პოტენციური გამოწვევები უნდა იყოს გათვალისწინებული და მართული, მაგრამ კონტექსტური მრავალფეროვნების სარგებელი, სავარაუდოდ, გადაწონის ასეთ გამოწვევებს.

წყარო: HBR



„აჭარაბეთი“ ქართული სპორტის მხარდამჭერი – კომპანიამ, მისი განვითარებისთვის, 8 მილიონ ლარზე მეტი გამოყო

როგორ გავზარდოთ ჩვენი გამომწერების ჩართულობა ჩვენს სოციალური მედიის კონტენტში