in

კომპანიების გაერთიანებისას კულტურული თავსებადობა საერთო მიზნით მიიღწევა

მართალია, კომპანიების გაერთიანება რთულია, თუმცა იგი ლიდერებისა და თანამშრომლებისთვის წარმოუდგენლად სასარგებლო შეიძლება იყოს. გაერთიანება შესაძლებლობასა და სიბრაზეს ერთდროულად მოიცავს. შესაძლებლობები კი უსასრულოა ხელმძღვანელებისთვის ზემოთ ხსენებული ერთეულების გარდასაქმნელად და კულტურით ახალი მიმართულების დასაწყებად. ეს ცვლილება შფოთვის საფუძველიც შეიძლება გახდეს, რადგან ამ დროს ბევრ ადამიანს მათი ქცევის ზონის მიღმა ფიქრიც უწევთ. 

გაერთიანებები კი, თავის მხრივ, ადამიანთა ქცევას წინა ხაზზე აყენებს. სწორედ ამიტომ გამოდიან ისინი სწრაფად კონტროლიდან, როცა ხელმძღვანელები თავიანთ მიზნებს ემოციურად არ აყალიბებენ… 

კომპანიების თანამშრომელთა უმეტესობამ კორპორატიული შეტყობინებების მიმართ გულგრილობის კედელიც ააშენა. ამ კომუნიკაციებს კი ხშირად ემოციური, შინაარსიანი და შთამაგონებელი მიზანი აკლია, რასაც ნდობისა და ურთიერთგაგების ნაკლებობამდე მივყავართ. როგორ შეგვიძლია ამ არამამოტივირებელი და ტოქსიკური კულტურის დასრულება, როცა იგი გაერთიანებული კომპანიის მიზნებს ძირს უთხრის? აქ Whole Foods-ის შესაძენად ამაზონის 13.7 მილიარდი დოლარის ღირებულების გარიგება უნდა განვიხილოთ. 

როცა ონლაინ საცალო ვაჭრობის გიგანტმა 2017 წელს ორგანული სასურსათო ქსელი შეიძინა, მაღალი იყო დაინტერესება და ინტრიგები. თუმცა, ერთი შეხედვით, მათ ქორწინებას რამდენიმე საინტერესო შედეგი უნდა გამოეღო: ორგანული სასურსათო პროდუქტები მასშტაბურად და დაბალ ფასებში.

სხვებისთვის ეს გაერთიანება უცნაური ძმების შემთხვევას ჰგავდა, ერთი კომპანია ლოჯისტიკასა და ეფექტურობაზე იყო ფოკუსირებული, მეორე კი მომხმარებელთა თბილ მომსახურებასა და ამერიკაში ყველაზე ჯანსაღ სასურსათო მაღაზიად ყოფნაზე. 2019 წლისთვის Whole Foods-ის თანამშრომლები ამბობდნენ, რომ მათ რობოტებივით ექცეოდნენ. ერთი წლის შემდეგ კი ისინი ამ გაერთიანების შესწავლას უთმობდნენ დროს…

შესაძლოა, ამ ორმა კომპანიამ დაინახა ერთმანეთის ძლიერი მხარეების კაპიტალიზაციის მნიშვნელობა, მაგრამ მათ წინასწარ ვერ გამოიკვლიეს მათი კულტურული თავსებადობა, — აცხადებს მიშელ გელფანდი, მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორი.

თუმცა ჩვენ ზუსტად ისიც არ ვიცით, შეიძლება თუ არა ამის თავიდან არიდება… თუმცა თქვენ შეგიძლიათ:

  • შექმნათ ახალი კულტურა, რომელიც ფოკუსირებულია მსოფლიოში უფრო დიდი საჭიროების გადაჭრაზე
  • ახალი მომხმარებლის/ბაზრის/საზოგადოებებზე დაფუძნებული გაგებისა თუ ფოკუსირების მიღება
  • სამსახურისთვის მნიშვნელობის მინიჭება
  • ორი განსხვავებული კულტურის გაერთიანება გააქტიურებული მიზნის გარშემო

 

5 რჩევა, რაც LinkedIn-ზე ეფექტური ანგარიშის შექმნაში დაგეხმარებათ

“Vodafone Happy” კამპანიაში ცნობილი მიმის პერსონაჟი მონაწილეობს