in

კუნ-ფუ თუ კუნ-ფრი? — McDonald’s 5 ილეთს გვაცნობს ჩვენი კარტოფილის დასაცავად

ძალიან ცოტა რამ თუ აერთიანებთ ადამიანებს ისე, როგორც მეგობრისთვის მაკდონალდსის ფრის მოპარვის სურვილი… ამიტომაც, ტაივანში ამ ინსაითის კამპანიად ქცევა გადაწყვიტეს და გვაჩვენეს, როგორ იყენებს გოგონა საბრძოლო ხელოვნებას საკუთარი კარტოფილის დასაცავად. 

M2

ამ მიზნით ტაივანის საბრძოლო ხელოვნების კინოში სახელგანთქმულ ქორეოგრაფ მასტერ ჰუნგს მიმართეს, რომელმაც კუნ-ფუს ნაცვლად, „კუნ-ფრი“ შემოგვთავაზა. ოსტატმა 5 თავდაცვითი მანევრი შეიმუშავა, რომლებიც ისე ჟღერს, თითქოს, პირდაპირ კუნ-ფუდან იყოს აღებული: Hold Your Horses; Soft as a Breeze, Strong as a Storm; Divine Finger Flick; Buddha’s Palm of Fries და Now You See It, Now You Don’t. თითოეულის დემონსტრირების მომსწრე კი 3-წუთიან ვიდეოში ვხდებით:

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ტაივანის ხანგრძლივი ისტორიისა საბრძოლო ხელოვნებაში, თაობა ზეტის ინტერესი ამ მხრივ კლებულობს. ამიტომაც მაკდონალდსის მცდელობა, შემოგვთავაზოს ფრის დაცვა კუნ-ფუს ოსტატობით, სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია. თანაც, ცოტა იუმორნარევი, რაც სათქმელს მეტად ეფექტურს ხდის. 

რატომ არის საქართველოს ბანკის Student Card ახალგაზრდების რჩეული ბარათი? – გაეცანით შეთავაზებებს

3 რჩევა ფრილანსერებს უწყვეტი შემოსავლის მისაღებად