in

მეცნიერები ადამიანის კუნთოვან უჯრედებს „დათვის შრატით“ აძლიერებენ

იაპონელი მეცნიერები ამბობენ, რომ სამომავლოდ შეიძლება, უჩვეულო სუპერგმირები მივიღოთ — ამისათვის კი ადამიანის კუნთების უჯრედებში დათვის შრატის შეყვანის მეთოდს მიმართავენ. ჰიროშიმას უნივერსიტეტის პრესრელიზის თანახმად, მთავარი საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ დათვებს შეუძლიათ, კუნთების მასის დაკარგვის გარეშე იძინონ დიდხანს.

M2
M2

ადამიანებისთვის კუნთის მასის დაკარგვა გაცილებით ადვილია, ვიდრე ეს დათვის შემთხვევაში ხდება. ჰიბერნირებული დათვი რამდენიმე თვის განმავლობაში არ ჭამს და არ სვამს, მაგრამ გაღვიძებისას კუნთოვანი მასის დანაკარგს ან უღონობას არ განიცდის. ხოლო ადამიანებისთვის კუნთოვანი მასის დაკარგვა სამკვირიანი უმოქმედობის შემდეგ იწყება.

„ჰიბერნაცია ძალიან მნიშვნელოვანი უნარია, რომელსაც ცხოველები იყენებენ. მისი გასაღები ადამიანებს შესაძლებლობებს ძალიან გაგვიზრდის.იგი ასე განიმარტება: არ გამოიყენო კუნთი და არ დაკარგო“, — ამბობს კვლევის ავტორი მიცინორი მიაზაკი.

მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან ზუსტად რა იწვევს დათვის კუნთების, ცილების და ნაერთების ამგვარ რეაქციას ჰიბერნაციის დროს. ამაზე პასუხის მიღებამ კი შეიძლება, ადამიანის ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს.

„დათვების ჰიბერნაციაზე დაკვირვებით და კონკრეტული შრატის იდენტიფიცირებით დიდი შედეგების მიღწევ შეგვიძლია. შესაძლოა, შეუსწავლელი მექანიზმის გარკვევით, ეფექტური სტრატეგიები შევიმუშაოთ, ადამიანების რეაბილიტაციისთვის და საწოლზე მიჯაჭვული მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად. კუნთების შესუსტების შენელებით უამრავ ადამიანს დავეხმარებით. ამრიგად, ადამიანები კუნთის მასის შენახვას თუ გაძლიერებას უფრო მარტივად შეძლებენ“, — განმარტავენ მკვლევრები.

რა თქმა უნდა, ერთი ინიექციით ძალის მომატება და სიმძიმეების ადვილად აწევა კარგია, თუმცა სამომავლოდ, შესაძლოა, კუნთის მასის მოფრთხილებაც შევძლოთ.

რამ გამოიწვია მაიას ცივილიზაციის კულტურული ცენტრის დაცემა? — კვლევა

მარკეტინგის 7 გასაღები ეკონომიკური სირთულეების დროს