ვალენტინობა ცნობილი ბრენდებისთვის მორიგი არაჩვეულებრივი საშუალებაა თავის გამოსაჩენად. განსაკუთრებული შემოთავაზებები, არაჩვეულებრივი სიურპრიზები… თუმცა, არიან ბრენდები, რომლებიც მომხმარებელს გაცილებით უფრო მეტს სთავაზობენ. მაგალითად, ავიაკომპანია Air New Zealand. ბრენდი ახალ სარეკლამო ვიდეორგოლში, პირველ რიგში, იმას უსვამს ხაზს, რომ ვალენტინობა არამხოლოდ შეყვარებულების, არამედ, სიყვარულის საერთაშორისო დღედ არის აღიარებული. კომპანია მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ეს დღე საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროს, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება შეყვარებული, მეგობარი, ოჯახის წევრი, თუ მეზობელი. მთავარია, მომხმარებელმა ბრენდს მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვისთან სურს ვალენტინობის შეხვედრა და ორიგინალურად ახსნას რატომ, დანარჩენზე Air New Zealand–ი თავად იზრუნებს.











