in ,

მეტი ყურადღება დაუთმეთ შვილებს – მათ ფანტაზიაზე კი Lego იზრუნებს

საკუთარი შვილის შესაძლებლობებისა და ნიჭის დანახვა, ყველა მშობლისთვის საამაყოა. თუმცა, თანამედროვე ცხოვრების ტემპისა და გრძელი სამუშაო დღის შედეგად, ამისთვის დროის გამონახვა სულ უფრო ჭირს. აზიაში სამუშაო  საათების ხანგრძლოვობა მეტია, ვიდრე ევროპასა და ამერიკაში. ამიტომ, Lego-მ გადაწყვიტა ტაივანელი მამის ყურადღება, მის მცირეწლოვან შვილზე ორიგინალური ხერხით მიექცია.

 

 

რეალითი შოუს ელემენტებისა და ფარული კამერის გამოყენებით, ექვსი წლის სიაო ფეის გამოსახულება, სამსახურიდან გამოსულ მამას, სახლისკენ მიმავალ გზაზე, Taipei Arena-ს 100 მეტრიან ეკრანზე დახვდა. ის Lego-ს კუბებისგან მის მიერ აწყობილ მოდელებზე გატაცებით საუბრობდა. მამამ ვერ დამალა ემოცია, როდესაც გაიგო, რომ სიაო აპირებს ისინი მას აჩუქოს.
სააგენტო Iris-ის მიერ მომზადებულ ვიდეორგოლის მთავარი სათქმელი ის არის, რომ ბავშვის ფანტაზიის განვითარებას Lego-ს სათამაშოები უწყობენ ხელს. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მათთვის მშობლების ყურადღება და ამ უნარების დანახვაა.

მამა სიაოს დაჰპირდა, რომ ამის შემდეგ, მასთან მაქსიმალურად ბევრ დროს გაატარებს.

Mercedes–ის უახლესი მოდელებით აწყობილი საოცნებო ატრაქციონი

სამშენებლო იარაღებით შექმნილი მუსიკა სასტუმროს გახსნაზე! Must See!