in

Kurokawa — არქიტექტურით შთაგონებული შრიფტი

შრიფტი  Kurokawa იაპონელი არქიტექტორის, კიშო კუროკავას, ნაგებობების შთაგონებით შეიქმნა. იგი არქიტექტურაში მეტაბოლიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელია — ეს არის ფუტურისტული ტენდენცია, რომელიც ცდილობდა შეექმნა ურბანული გარემო და შენობები, რომლებიც ცოცხალ ორგანიზმებს მოგვაგონებს. კონკრეტულად კუროკავა კი ერთგვარ კაფსულურ კონსტრუქციებს ქმნიდა, ღერძულ ნაწილზე ხრახნიანი მოდულებით. მისი წარმოდგენით, მომავლის ქალაქები ასეთი შენობებით იქნებოდა დაგეგმარებული.

BOG
BOG

შრიფტი შედგება ლათინური ანბანისა და გლიფების ძირითადი ნაკრებისგან. თითოეული ასო დაფუძნებულია სამი ელემენტისგან შემდგარ ღერძზე: კვადრატული ზედა ნაწილი, ტრაპეციული შუა ნაწილი და თხელი ღერძი. ამასთან, თითქმის ყველა ასოს მკაფიოდ გამომხატველი დიაგონალი აქვს. ზოგადად, შრიფტი საკმაოდ გეომეტრიული და მკაცრია, ყველა ასო ოთხკუთხედში ჯდება.

დიდი ზომის შრიფტი მკაცრ განწყობას იძენს და ძალიან საინტერესო კონტრფორმებს აყალიბებს. მცირე ზომით კი, ასოები იეროგლიფების მსგავსი ხდება. შრიფტი იდეალურია ბანერებისთვის, დიდი წარწერების დიზაინისთვის. გარდა ამისა, ის ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ნაკეთობების აზიურ სტილში გასაფორმებლად — მაგალითად, ჩანთა და ბანერი იაპონური არქიტექტურის გამოფენისთვის.

კოსმოსში ალკოჰოლის ყველაზე დიდი მოლეკულა აღმოაჩინეს

რას გულისხმობს დინამიკური ლოგო და როდის იყენებენ მას კომპანიები? – ერეკლე ინაშვილი