in

“მსურველია 200, სასტუმრო არ ალი!” – როგორია კურორტი ბეშუმი მთიან აჭარაში?

ბეშუმი დასასვენებელი დაბაა მთიან აჭარაში, რომელსაც ცოტა ხნის წინ, კურორტის სტატუსი მიენიჭა. ზღვის დონიდან 1900 მეტრის სიმაღლეზე, უკიდეგანო მთებისა და ტყის მასივების ფონზე დასვენების მსურველთა რიცხვის სწრაფად მატებასთან ერთად, იზრდება ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროება, რაც მას ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. რა უპირატესობა აქვს ბეშუმს, როგორც დამსვენებელთათვის, ისე ბიზნესის წამოწყების მსურველთათვის, ბეშუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, იმედა ბოლქვაძემ, გვიამბო.

BOG
BOG

M: რა უპირატესობები აქვს ბეშუმს, როგორც დასასვენებელ ზონას?

ზღვის დონიდან 1900 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს კურორტი ბეშუმი, სადაც ცხელი ამინდებისგან მარტივად შეგვიძლია გაქცევა. ზაფხულობით ტემპერატურა 15-20 გრადუსია, მდიდარია სიმწვანით, წიწვოვანი ხეებითა და სამკურნალო წყლებით, სუფთა ჰაერით, რომლის შესუნთქვის დროსაც ადამიანი მთის სიძლიერეს იგრძნობს, ბეშუმი არის ადგილი, სადაც დრო ჩერდება, ადამიანს ავიწყდება სირთულეები, რომლებიც თან სდევს ყოველდღიურობას. მაშინ, როცა იხურება ზაფხულის სეზონი და კურორტი იცლება ტურისტებისგან, მალევე იხსნება ზამთრის სათხილამურო სეზონი, იქვე, გოდერძიზე, სულ რაღაც, 7 კილომეტრში.

M: როგორია ახლანდელი ინფრასტრუქტურა?

ბეშუმს კურორტის სტატუსი ახლახან მიენიჭა. კურორტი ვიზიტორების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის და ყოველ წელს უფრო და უფრო მეტი ადამიანი სტუმრობს, მაგრამ პრობლემა, რომელიც დიდი ხანია აწუხებს ბეშუმს, არის საგზაო ინფრასტრუქტურის არქონა, ხულოს რაიონიდან ბეშუმი 47 კმ-ითაა დაშორებული და მთელი სამი საათი უნდება ადამიანი ამ მანძილის მანქანით დასაფარად, მაგრამ როგორც ვიცი, წელს, ადიგენი-ხულოს დამაკავშირებელი გზა ასფალტის საფარით უნდა დაიფაროს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მგზავრობის ხანგრძლივობა მთელი ორი საათით შემცირდება.
რაც შეეხება ადგილზე მოწყობილ ინფრასტრუქტურას, ჯერჯერობით, ძალიან არასახარბიელოა. ტურისტების ნაკადისთვის, რომელიც ყოველ წელს იზრდება, არ გვაქვს სასტუმრო, მაგრამ გვაქვს კერძო კოტეჯები, რომელიც რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი, ასევე ადგილობრივების საოჯახო სასტუმროებიც. ვიმედოვნებთ, ეს პრობლემა მალე მოგვარდება და დამსვენებლებს შევთავაზებთ მათზე მორგებულ, უმაღლესი ხარისხის სერვისს.
რაც შეეხებს სხვა პროექტებს, აქ პატარები ნამდვილად არ მოიწყენენ, გვაქვს პატარა სკვერი სხვადასხვა გასართობით და ხელოვნურსაფარიანი მოედანი, სადაც პატარები დღის განმავლობაში თამაშობენ.
M: რა პერსპექტივა აქვს საკურორტო და ბიზნესის კეთების თვალსაზრისით?

კურორტზე საკმაოდ ნოყიერი ნიადაგია ბიზნესის საკეთებლად, ვინაიდან ახალადგმული აქვს ფეხი, ამიტომ ვერ დაიკვეხნის ბიზნესების სიმრავლით, მაგრამ ხალხის სიმრავლის გამო, ნებისმიერი ბიზნესი შესაშურად კარგად იმუშავებდა. ინვესტიციას რომელსაც ბეშუმში დააბანდებს ბიზნესმენი, მაქსიმუმ, ორ სეზონზე ამოიღებს და საკმაოდ დიდ მოგებაზეც გავა, მაგ. მაღალი ხარისხის პროდუქტი ან დასასვენებელი კოტეჯები და ა.შ.

ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ჯიბეში 300 ლარი უდევს, მარტივად შეუძლია წამოიწყოს ბიზნესი, მაგალითად, ჯერ არ გვაქვს ბენზინგასამართი სადგური, ამიტომაც ხულოს რაიონში უხდებათ ხოლმე მძღოლებს ჩასვლა, მას კი შეუძლია შესთავაზოს მძღოლებს საწვავის მიწოდების სერვისი ან გახსნას მცირე ზომის მაღაზია. როგორც ზემოთ ვახსენე, ბიზნესი არაა, ხალხი კი ბევრია…

M: დასვენების მსურველებს სად და როგორ შეუძლიათ იქირაონ ბინა/სახლი?

რაც შეეხება სახლის ქირაობას, მაქვს გვერდი ფეისბუკზე, სადაც იდება უამრავი საიმიჯო ფოტო და ადგილობრივებს სახლის გაქირავებაში ვეხმარებით. როგორ? გვწერს ადამიანი, რომელიც სახლს აქირავებს, ჩვენ კი ვაკავშირებთ მასთან, ვისაც ქირაობა უნდა. ადამიანები, რომელთაც სახლის ქირაობა უნდათ, ბევრია, იმდენად ბევრი, რომ ხშირად, გასაქირავებელი სახლები აღარ რჩება. ასევე გვაქვს კოტეჯების ადმინისტრაციის ნომერი, რომელსაც ვაწვდით კლიენტს და ის უკავშირდება.

ზოგჯერ, გვიწევს ადგილზე მისვლა მაცხოვრებლებთან, რომ გავიგოთ, აქირავებს თუ არა სახლს. ეს იმიტომ, რომ ხშირად გვხვდებიან ისინი, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვთ ინტერნეტთან წვდომა და ვერ მოგვწერენ ონლაინში.

sHEROes! აგვისტოდან აგვისტომდე – დინა ოგანოვას #აზრები

ტორტი არ იქნება, სამაგიეროდ, იქნება „ბიგ მაკი“ ბეკონით – სადღესასწაულო კამპანია McDonald’s-ისგან