19
ოქტ
2018

რა სიახლეებით ხვდება გუდაური სამთო-სათხილამურო სეზონს

19 ოქტ 2018

სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური წელს, დაარსების 30-ე წლისთავს და ზამთრის სეზონს სიახლეებით აღნიშნავს.

bog qulebi
Bog Xelfasi mob

კოტე გაბრიჩიძის ფოტო

კერძოდ, კურორტზე 6 ახალი საბაგირო აშენდება, ხოლო ერთი – აღდგება.

როგორც საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიაში მარკეტერს უთხრეს, მთის ახალი საბაგიროების მშენებლობით, კურორტზე 3.5-ჯერ გაიზრდება გამტარუნარიანობა, რაც იმას ნიშნავს, რომ საბაგიროები გაცილებით მეტი მოთხილამურის მიღებას შეძლებს, რიგების გარეშე.

კოტე გაბრიჩიძის ფოტო

კოტე გაბრიჩიძის ფოტო

დამატებითი საბაგიროების მშენებლობასა და არსებულის რეკონსტრუირებასთან ერთად, სასრიალო არეალი 20%-ით იზრდება. კურორტზე, ასევე, მიმდინარეობს ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მე-2 ფაზის მშენებლობა, რომელიც 2018-2019 წლის სეზონისთვის დასრულდება.

გარდა ამისა, 2018 წლის მაისში, საბერძნეთში გამართულ კენჭისყრაზე, საქართველომ 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა მოიპოვა, თავისუფალი სტილით სრიალსა და სნოუბორდში. მთის კურორტების განვითარების კომპანიამ, საქართველოს ეროვნულმა სათხილამურო ფედერაციამ, მსოფლიო სათხილამურო ფედერაციასა და იტალიელ ექსპერტებთან ერთად უკვე დაიწყო 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის მზადება. ამ ეტაპზე გუდაურსა და ბაკურიანში სათხილამურო არეალების გენერალური გეგმის შემუშავება მიმდინარეობს.

კოტე გაბრიჩიძის ფოტო

განხილვა