in

აზროვნება ციფრულ მარკეტინგში — ყველაზე საჭირო კურსი ამ მიმართულებით

12 სექტემბერს Digital Institute-ში გიორგი კონტუაძის კურსი „აზროვნება ციფრულ მარკეტინგში“ იწყება. ეს განსაკუთრებული და ძალიან საჭირო კურსია, როგორიც საქართველოში ჯერ არ  შეგვხვედრია. დეტალებზე კურსის ლექტორს და საკომუნიკაციო სააგენტო კრაკენის დამფუძნებელს, გიორგი კონტუაძეს გავესაუბრეთ:

გიორგი, დღეს თითქმის ყველა ქართულ აკადემიას აქვს კურსები ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. რატომ გადაწყვიტე ასეთი კურსის გაკეთება და რა გამოარჩევს მას სხვა, მსგავსი კურსებისგან?

მართალია, დღეს ქართულ ბაზარზე ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება ციფრული მარკეტინგის, სოციალური მედიის მენეჯმენტის, ედვერთაიზინგის და ა. შ. კურსები, თუმცა ყველა მათგანი ძირითადად ტექნიკურ ცოდნაზეა ორიენტირებული. როდესაც კურსდამთავრებულები რეალურ პროექტებზე მუშაობას იწყებენ, აქ მჟღავნდება მთავარი პრობლემა — ასეთ კადრებს აქვთ შინაარსობრივი ცოდნის დეფიციტი და უჭირთ კამპანიის თუ სხვა აქტივობის ერთიანი სურათის დანახვა და სწორი დაგეგმვა, უჭირთ აზრობრივ სიღრმეებში ჩასვლა.

სწორედ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად გადავწყვიტე ისეთი კურსის შექმნა, რომელიც ციფრული მარკეტინგის შინაარსობრივ მხარეზეა ორიენტირებული.

ის კურსდამთავრებულს მისცემს იმის საშუალებას, რომ იაზროვნოს კრიტიკულად, განივითაროს ციფრული ფიქრი და არ დაიზეპიროს კონკრეტული ხელსაწყოები და რობოტულად არ აკეთოს კონკრეტული დავალება, რომელსაც დღეისათვის ყველა საძიებო სისტემაში ვიპოვით.

გიორგი, მოდი, კიდევ ერთხელ მოუყევი მკითხველს შენი გამოცდილების შესახებ.

მე საკომუნიკაციო სააგენტო კრაკენის, გიფფერის და კიდევ რამდენი ქართული კომპანიის თანადამფუძნებელი ვარ.

როგორც იცით, საკომუნიკაციო სააგენტო კრაკენი მრავალი კრეატიული კამპანიის ავტორი და მრავალი კონკურსის გამარჯვებულია, მათ შორის, ACAG-ის 2021 და 2022 წლის სააგენტოა დიზაინის კატეგორიაში.

კურსის ფარგლებში სტუდენტებს გავუზიარებ იმ აქტუალურ ცოდნასა და გამოცდილებას, რომელიც კრაკენმა 2014 წლიდან დააგროვა ლოკალურ თუ საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობისას.

ვისთვისაა განკუთვნილი კურსი „აზროვნება ციფრულ მარკეტინგში“? 

როგორც ვახსენე, კურსის მიზანია, სტუდენტებმა ისწავლონ ციფრული აზროვნება, რომელიც ამ სფეროში პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის ყველაზე საჭირო და დეფიციტური უნარია.

აუდიტორია, რომლისთვისაც ეს კურსი შეიქმნა, საკმაოდ ფართოა.

ის განკუთვნილია დამწყებთათვის, რომელთაც სურთ, ნულიდან ისწავლონ ციფრული მარკეტინგი და გაიკვალონ გზა ამ მიმართულებით.

ასევე მათთვის, ვისაც გავლილი აქვს ციფრული მარკეტინგის სხვადასხვა კურსი, ფლობენ ტექნიკურ ცოდნას, თუმცა ამ ყველაფრის შინაარსობრივი განმტკიცება სჭირდებათ; და მოქმედი მარკეტინგის მენეჯერებისთვის, ვისაც სურს, შინაარსობრივად ესმოდეს ციფრული მარკეტინგი და სააგენტოსთან მუშაობის სპეციფიკა, სწორი დავალებები მისცეს საკუთარი ციფრული მარკეტინგის გუნდს და სწორად შეაფასოს მათი მუშაობა.

უფრო კონკრეტულად რას ისწავლიან სტუდენტები კურსის განმავლობაში?

ეს კურსი სტუდენტებს მისცემს საბაზისო ცოდნას ციფრული არხების მართვის შესახებ და განუვითარებს მათ სიღრმისეულ აზროვნებას.

კურსის სილაბუსის ძირითადი საკითხები მოიცავს შემდეგ თემებს:

  • რა არის ციფრული მარკეტინგი და ციფრული მარკეტინგის არხები;
  • სოციალური მედიის მნიშვნელობა მომხმარებელთან კომუნიკაციისას;
  • კონტენტის ტიპები და მათი მნიშვნელობა ციფრულ მარკეტინგში;
  • მომხმარებლების სეგმენტაცია და მათი ქცევა;
  • ტარგეტინგი და ედვერთაიზინგი;
  • როგორ შევურჩიოთ კონტენტი ბრენდს, Content Line-ის ჩამოყალიბება;
  • როგორ ავაწყოთ ბრენდი დიჯითალში;
  • ქეისების განხილვა ბიზნესის ტიპების მიხედვით;
  • როგორ წავიკითხოთ და შევქმნათ ბრიფი;
  • საკომუნიკაციო ციფრული სტრატეგიის შემუშავება;
  • კრეატიული გადაწყვეტა ციფრულ სამყაროში/ ციფრული კამპანიები;
  • ციფრული სააგენტოს სტრუქტურა და მისი მუშაობის სპეციფიკა.

კურსის განმავლობაში სტუდენტები ისწავლიან მარკეტინგული ბრიფის სწორად გარჩევას, შემდგომ კი კურსის პრაქტიკული დავალების შესასრულებლად მიიღებენ კონკრეტული კამპანიის ბრიფს. ლექციებზე მიღებულ ცოდნას სტუდენტები გადაიტანენ ბრიფის აღსრულებაში, რომელიც მოიცავს როგორც ციფრულ, ასევე საკომუნიკაციო და სარეკლამო სტრატეგიის შექმნას.

ამ კურსი გავლის შემდეგ, ჩვენი კურსდამთავრებულები თავისუფლად შეძლებენ ციფრული მარკეტინგის მიმართულებით ნებისმიერ სააგენტოსა თუ სხვა ტიპის ორგანიზაციაში დასაქმებას.

როდის იწყება კურსი, როგორია განრიგი?

კურსი 12 სექტემბერს იწყება და 6 კვირის მანძილზე 12 ორსაათიან ლექციას მოიცავს.

ლექციებზე დასწრება სტუდენტებს შეუძლიათ როგორც ფიზიკურად Axis Towers-ში, ასევე ონლაინ.

ჩემი სურვილია, რაც შეიძლება მეტი სტუდენტი ესწრებოდეს ლექციებს ფიზიკურად, რადგან ვთვლი რომ ასე უფრო საინტერესო კომუნიკაცია გვექნება და იმ სახალისო აქტივობებში, რომლებსაც კურსის მანძილზე ვგეგმავ, უფრო აქტიურად ჩაერთვებიან.

[პარტნიორის კონტენტი]

სიყვარული მოდერნისტულად – Taco Bell-ს საქორწილო სერვისები მეტავერსში გადააქვს

Wendy’s-ის გოგოს თმები გაუჭაღარავდა